თუკი სერიალ მეგობრების დიდი გულშემატკივარი ხართ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. სულ მალე გამოგონილი ყავის მაღაზია შესაძლოა თქვენს ქუჩაზეც იხილოთ.
ერთ-ერთმა გამოცემამ სასამართლოს გადაწყვეტილების მასალა მოიპოვა, რომლის მიხედვითაც კინოკომპანია Warner Bros. Entertainment-მა ყავახანა Central Perk-ის საავტორო უფლებები დაიმტკიცა და წარმოებაში გაშვების უფლემა მიიღო. მათ მფლობელობაში გადავიდა ასევე ცნობილი ლოგოც.
გამოცემის ინფორმაციით, კინოკომპანიამ ასევე ნებართვა ითხოვა, რომ მაღაზიაში სხვადასხვა ტიპის სათამაშო აპარატები განათავსოს.
2016 წელს ტორონტოში ერთ-ერთი ფანი შეეცადა კაფე გაეხსნა ამ სახელწოდებით, თუმცა კინოკომპანიამ უფლება არ მისცა. ასევე 2014 წელს, სერიალის ოც წლისთავთან დაკავშირებით, მანჰეტენზე ამგვარმა კაფემ იფუნქციონერა, თუმცა სულ მცირე ხნით.