20 ივნისიდან კინოთეატრების ქსელმა Cavea-მ რუსულე ენაზე გახმოვანებული ფილმების ჩვენება შეწყვიტა.
Cavea-ში ტაბულას დაუდასტურეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთანაა კავშირში და სოლიდარობის გამოხატულებაა. კომპანიაში არ აკონკრეტებენ, როდემდე არ იქნება ნაჩვენები რუსულენოვანი სეანსები და გაგრძელდება თუ არა საერთოდ.
კინოთეატრებში რუსულ ენაზე ფილმების ჩვენების შესახებ პეტიცია უკანასკნელი დღეების მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა. პეტიციის ინიციატორი კინომცოდნეობის გაერთიანება სინეასტი იყო.