ქეით უინსლეტი მცირე სცენაზე ბრუნდება და HBO-ს ახალ სერიალში “Mare of Easttown” ითამაშებს. ქეითი HBO-სთან უკვე მეორედ ითნამშრომლებს. მან, 2011 წელს, მინისერიალ “მილდერ პირსში” მთავარი როლი შეასრულა, რომლისთვისაც Emmy-ს ჯილდოც დაიმსახურა. როგორც ცნობილია, ამჯერად, უინსლეტი პენსილვანიელი დეტექტივს ითამაშებს, რომლის ცხოვრებაც მკვლელობის გამოძიებისას დაიწყებს მსხვრევას.
კინოვარსკვლავები აგრძელებენ HBO-ს ტელესერიალებში მთავარი როლების შესრულებას, მაგალითად: ეიმი ადამსი “ბასრ საგნებში”, ხოლო ნიკოლ კიდმანი და რიზ უიზერსპუნი “დიდი პატარა ტყუილების” მეორე სეზონში მთავარ როლებს ასრულებენ.
უინსლეტი, რომელმაც ოსკარი 2008 წელს ფილმ “წამკითხველში” მიიღო. მსახიობი ცუდ პროექტებში თამაშს თითქმის არასდროს თანხმდება. გავიხსენოთ მისი ისეთი ფილმები, როგორიცაა “ტიტანიკი” და “ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება”. ამიტომაც, გული გვიგრძნობს, რომ HBO ამჯერადაც საინტერესო სერიალს შემოგვთავაზებს.
collider.com