ნიგელ ფარაჯი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის, ე.წ. ბრექსითის სახედ იქცა, სულ მალე სატელევიზიო სერიალის გმირად მოგვევლინება.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ ვინ შეასრულებს მის როლს. მოიაზრებიან, როგორც შერლოკისა და დოქტორ სტრეინჯის ვარსკვლავი – ბენედიქტ კამბერბეტჩი, ასევე კევინ სპეისი ბანქოს სახლიდან.
თუმცა, როგორც ჩანს, თავად ფარაჯს ამ საკითხთან დაკავშირებით სულ სხვა აზრი აქვს:
თუ ამ სერიალს გადაიღებენ, იმედი მაქვს, ჩემს როლს თავად მე შევასრულებ.
სავარაუდოდ, კასტინგი შემოდგომაზე, გადაღებები კი ზამთარში დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, სერიალი სულ 6 ნაწილისაგან შედგება და მისი ხილვა 2018 წლის გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.