ლედი გაგას შოუ “ენიგმაზე” ფანები გაოცებულები დარჩნენ, როდესაც მომღერალმა სცენაზე ბრედლი კუპერი მოიპატიჟა. რა თქმა უნდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ დუეტი შეასრულებდა სიმღერას “Shallow” ფილმიდან “ვარსკვლავის დაბადება“.
ეს მომენტი დაფიქსირებულია ერთ-ერთი ფანის ვიდეოში. გაგა და კუპერი სიმღერის დაწყებამდე ეხუტებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი როიალს მიუსხდნენ. სიმღერის დაწყებამდე მომღერალმა კუპერს ყურში დასამაგრებელი დინამიკები მისცა, რომ მას საკუთარი ხმის გაგება შესძლებოდა და გაიხუმრა “ყურებშიც კი შენი ხმა მექნება”. კუპერმა კი ხუმრობითვე უპასუხა, რომ მსგავსი ტექნიკა არასდროს გამოუყენებია და ამიტომაც ვერაფერს გაიგებდა.
ცხადია, ფანები დუეტითა და მათ მიერ შესრულებული ჰიტით აღფრთოვანებულები იყვნენ და სოციალური ქსელებიც გაივსო ვიდეოებითა და გამამხნევებელი პოსტებით.
ladbible.com