ივნისი ლგბტქ პრაიდის თვედაა გამოცხადებული, რომლის დროსაც სხვადასხვა აქტივობები იგეგმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბოსტონში სამმა კონსერვატორმა კაცმა “ჰეტერო პრაიდის“ გამართვა გადაწყვიტა, რასაც კრიტიკა და ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.
პირველი მსახიობი, რომელიც ეს ღონისძიება გააკრიტიკა ქრის ევანსი იყო, რომელმაც ტვიტერზე ორგანიზატორები შეარცხვინა.
როგორც აღმოჩნდა, სასოწარკვეთილმა ორგანიზატორებმა ბრეტ პიტის სახელი და სურათი ნებართვის გარეშე გამოიყენეს და დაწერეს, რომ მსახიობი მათ კამპანიას მხარს უჭერს.
პიტმა ამ პატარა ჯგუფს მიმართა, რომ მოხსნან საიტიდან მისი სურათი, რაც დაუყოვნებლივ აღსრულდა. საინტერესოა, კიდევ ვისი სახელის მითვისებას შეეცდება ეს ჯგუფი.
hollywoodreporter.com