ბრაიან კრენსტონი Showtime-ის მომავალ სერიალში “Your Honor” მთავარ როლს შეასრულებს.
ათეპიზოდიანი სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიც კრენსტონი იქნება, რომელიც მოსამართლის როლს შეასრულებს. მოქმედება ნიუ ორლეანის საზოგადოებაში განვითარდება. მისი შვილი კრიმინალურ საქმეში აღმოჩნდება გარეული. სერიალი ისრაელურ სერიალს “Kvodo” დაეყრდნობა.
სერიალის შემქმნელი პიტერ მოფატი იქნება. გადაღებები ნიუ ორლეანში ამ წლის მეორე ნახევარში დაიწყება.
variety.com