გასულ კვირას ჯოელ ედგერტონის დრამის Boy Erased-ის პრემიერა გაიმართა. 5 კინოთეატრში დამოუკიდებელმა ფილმმა $220 000 მოიპოვა.
ფილმის მთავარი გმირი ლუკას ჰეჯესის მიერ განსახიერებული ახალგაზრდა გეია, რომელსაც მშობლები ჰომოსექსუალიზმისგან განკურნების მიზნით სპეციალურ ბანაკში უშვებენ. ბანაკის ხელმძღვანელს თავად ედგერტონი თამაშობს, მშობლებს – რასელ ქროუ და ნიკოლ კიდმანი.
კრიტიკოსთა ვარაუდით Boy Erased ოსკარის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება.