სან დიეგოს Comic Con დასრულდა, Marvel-მა არაერთი ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა. მთავარი სპიკერი მარველის გენერალური დირექტორი კევინ ფაიგი გახლდათ.
პრეზენტაციის ბოლოს ფაიგიმ დრამატული პაუზა გააკეთა და სცენაზე ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი მაჰერშალა ალი მოიწვია. ალის არაფერი უთქვამს, მან დემონსტრაციულად კეპი დაიხურა, რომელსაც ბლეიდი ეწერა.
სცენა აშკარად იმაზე მიუთითებს რომ Marvel საკულტო ვამპირების გამანადგურებელზე ახალ ფილმს გადაიღებს, რომელშიც ბლეიდს მაჰერშალა ალი განასახიერებს.