ბილისა და ტედის სიქველზე მომუშავე სცენარისტმა ედ სოლომონმა ფილმის გადაღებების დაწყება Twitter-ის მეშვეობით გვამცნო.
Monday. Crew call: 7:30. First shot: 9:00.
— Ed Solomon (@ed_solomon) June 29, 2019
მესამე ნაწილის რეჟისორად დინ პარიზოა დამტკიცებული. ნაცნობი ყეყეჩების როლებს კვლავ კიანუ რივზი და ალექს უინტერი შეასრულებენ. პროექტში მათ გარდა მსახიობები სამარა უივინგი და ბრიგიტ ლანდი-პეინი არიან დაკავებულები. სურათის სამუშაო სახელია Bill & Ted Face the Music.
ფილმი კინოგაქირავებაში 2020 წლის 20 აგვისტოს გამოვა.