კინოსტუდია “TriStar” 1955 წელს გადაღებული ფილმის ბიჭები და თოჯინების რიმეიქს გეგმავს.
ორიგინალი ფილმი 1950 წელს დადგმული, ხუთი “ტონის” მფლობელი ბროდვეის მიუზიკლის ადაპტაციაა, რომელშიც მთავარ როლებს მარლონ ბრანდო, ფრენკ სინატრა, ჯინ სიმონსი და ვივიენ ბლეინი ასრულებენ. კინოვერსიამ ორი “ოქროს გლობუსი” მიიღო, მათ შორის ერთი ჯინ სიმონსმა დაისაკუთრა.