ბენ აფლეკი თავს ბევრად უფრო ჯანსაღად გრძნობს. ვის უნდა უმადლოდეს? რა თქმა უნდა, თავის ყოფილს- ჯენიფერ ლოპესს!
ბენ აფლეკი ინტერვიუს დროს გამოტყდა, რომ ასე კარგად იმიტომ გამოიყურება, რომ ჯენიფერ ლოპესის ათ დღიანი დიეტა დაიცვა, რომელიც არც თუ ისე მარტივი იყო. მსახიობს ტკბილეულზე და პურზე უარის თქმა მოუწია, მისთვის კი ეს ორი პროდუქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია.
“არანაირი პური და შაქარი. წესით არც კოფეინი უნდა მიმეღო, მაგრამ ცოტათი ვიეშმაკე და ყავაზე უარი მაინც არ ვთქვი.”
საბოლოო შედეგით მსახიობი კმაყოფილია!
justjared.com