ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი კვლავ ერთად დასეირნობენ სანტა მონიკაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ბედნიერად გამოიყურებიან.
2018 წელს წყვილმა დაასრულა განქორწინების პროცესი. ბენ აფლეკს ალკოჰოლთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა თავს მშვენივრად გრძნობს. ჯენიფერი მას გვერდში უდგას და გულშემატკივრობს. ბოლო დროს კი ისინი ხშირად ატარებენ დროს ერთად. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს წყვილი სამი შვილის მშობელია.
ჭორები მათი შერიგების შესახებ ჯერ-ჯერობით არაფრითაა განმტკიცებული. ორივე მათგანს ჰყავს სხვა ადამიანი გვერდით, მაგრამ ღრმა ურთიერთპატივისცემისა და შვილების გამო, ისინი მაინც ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. მართლაც იდეალური მშობლები და მეგობრები არიან არა?