დენი ვილნევი ფრენკ ჰერბერტის რომანზე “დიუნი“ მუშაობს. ფლმის სამსახიობო გუნდში უკვე ირიცხებიან ტიმოთი შალამე და რებეკა ფერგიუსონი. დღეს ცნობილი ხდება, რომ მათ დეივ ბაუტისტაც შეუერთდა.
ბაუტისტამ ვილნევის წინა ფილმში დანის პირზე მორბენალი 2049-შიც მიიღო მონაწილეობა.
წიგნს, რომელმაც ავტორს “ნებულას“ ჯილდო მოუტანა და ვისი სახელიც სამუდამოდ უკვდავყო, სამეცნიერო ფანტასტიკის პანთეონში ღირსეული ადგილი უკავია. “დიუნი“ არა მხოლოდ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია, არამედ გაყიდვის რეკორდული მაჩვენებლითაც გამოირჩევა. საკულტო – სწორედ ეს სიტყვა ეხამება საუკეთესოდ ჰერბერტის მაგნუმ ოპუსად მიჩნეულ ნაწარმოებს.