ცნობილი ბრიტანული გადაცემის წამყვანს, ჯეიმს კორდენს როგორც ჩანს მანქანით სიარული და სიმღერა მობეზრდა. ამჯერად მან გადაწყვიტა მიშელ ობამასთან დოჯბოლი ეთამაშა, რათა გამოეაშკარავებინათ: ბრიტანული თუ ამერიკული გუნდი იყო უფრო ძლიერი. ამისთვის კაპიტნებმა უძლიერესი ნაკრებები შეკრეს. ობამას გუნდში მილა კუნისი, ქეით ჰადსონი, მელისა მაკარტი, ელისონ ჯენი და ლინა უეიტი გაერთიანდნენ. კორდენის მხარეს კი ბენედიქტ კამბერბეტჩი, რეგი უოტსი, ჰარი სტაილსი და ჯონ ბრედლი იბრძოდნენ. დანარჩენი შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში: