არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეექვსე ტერმინატორის თრეილერი გამოვიდა. მაყურებლებმა სარა კონორი და T-800 იხილეს, გაჩნდა მართებული შეკითხვა, სად არის კაცობრიობის ერთადერთი ხსნა ჯონ კონორი?
შეშფოთებულ საზოგადოებას პროექტის პროდიუსერი ჯეიმს კამერონი გამოეხმაურა. მისი თქმით ჯონ კონორის ისტორია ახალ ტერმინატორში აუცილებლად გაგრძელდება, ოღონდ საიდუმლოდ რჩება რა ფორმით. სხვადასხვა დროს ფრენჩაიზის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი ედვარდ ფერლონგმა, კრისტიან ბეილიმ და ჯეისონ კლარკმა განასახიერეს. ვინ იქნება ახალი ჯონ კონორი ამ ეტაპზე უცნობია.
ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი, სურათი უშუალოდ მეორე ნაწილის გაგრძელება იქნება და არ გაითვალისწინებს იმ ისტორიებს, რომელიც კამერონის მეურვეობის განმავლობაში შეიქმნა. ნაცნობ როლებს ორიგინალი ფილმის მსახიობები არნოლდ შვარცნეგერი და ლინდა ჰამილტონი დაუბრუნდნენ.