დისნეიმ გადაწყვიტა, აღარ დატოვოს ვარსკვლავური ომები შორს, შორს გალაქტიკაში და დედამიწის მკვიდრებსაც მისცეს მისი დათვალიერების საშუალება. კომპანია ფლორიდასა და კალიფორნიაში თემატურ პარკს აშენებს, რომლის ნახვასაც ვარსკვლავური ომების ფანები სულმოუთქმელად ელიან.
პარკის გახსნა 2019 წლის 29 აგვისტოს იგეგმება.
მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 2 მილიარდი დოლარი დაჯდა. მარტში პირველი ფოტოები გავრცელდა პარკიდან, დღეს კი ახალი ფოტოები, რომელსაც გთავაზობთ.