წარმოიდგინეთ მშვიდი საბავშვო გარემო კინოთეატრში, როდესაც ოჯახები პატარა ბავშვებთან ერთად მივიდნენ ანიმაციის სანახავად და მოულოდნელად რეინკარნაციის კადრები ჩნდება დიდ ეკრანზე… სწორედ ეს მოხდა ავსტრალიის ერთ-ერთ კინოთეატრში, როდესაც პატარები კურდღელი პიტერის თავგადასავალზე ანიმაციის სანახავად იყვნენ მისულები.
რეინკარნაციის თრეილერი შემთხვევით გაეშვა და ის სპეციალურად არ ყოფილა დაგეგმილი. თვითმხილველის თქმით, მშობლები პანიკაში ჩავარდნენ, ბავშვებს ყურებსა და თვალებზე ხელეფს აფარებდნენ და ყვიროდნენ გამოერთოთ კადრები. ზოგიერთმა მშობელმა კი უბრალოდ, დარბაზი დატოვა.
კინოთეატრის ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა, ჩვენება შეაჩერა და თითოეულ დამსწრეს უფასო ბილეთები აჩუქა.
indiewire.com