“Avengers: Endgame“-ის და მარველის ფანებისთვის სასიამოვნო ამბავი გვაქვს. მარველის პრეზიდენტმა, კევინ ფაიგმა კომიქსზე ახალი დეტალი გაამხილა.
“Spider-Man: Far From Home“-ის პრეზენტაციაზე ლონდონში ფაიგმა განაცხადა, რომ ფილმის გახანგრძლივებული ვერსიის გაშვება იგეგმება: “არ ვიცი ეს ითქვა თუ არა აქამდე, მაგრამ ჩვენ ფილმს ახლი კადრებით თავიდან გავუშვებთ კინოთეატრებში”.
ახალი საკინოთეატრო ლოკაციები ფილმის შემოსავალში დამატებით ზრდას ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ფილმის შემოსავალია 2 მილიარდ 743 მილიონი. ეს მაჩვენებლი ძალიან ახლოს დგას ჯეიმს კამერონის ავატართან, რომლის შემოსავალიც 2 მილიარდ 788 მილიონია, თუმცა თუკი კომიქსის შემოსავალი გაიზრდება, შესაძლოა ის პირველ ადგილზეც ვიხილოთ.
ჯერ უცნობია თუ როდის გამოვა ფილმი. სავარაუდოდ, ის მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდება.
ladbible.com