როგორც ჩანს, როუენ ატკინსონი მისტერ ბინის განსახიერებით დაიღალა.
57 წლის მსახიობი ახალი როლისთვის ემზადება ფილმში “West End“. ატკინსონის თქმით, მართალია მისტერ ბინმა მას მსოფლიო აღიარება მოუტანა, მაგრამ მის ასაკში ისევ ამ პერსონაჟის თამაში “ცოტა სევდიანად” გამოიყურება.
მსახიობი ასევე იმედოვენს, რომ მომავალში თეატრში უფრო მეტად დაკავდება და სხვადასხვა საინტერესო როლებს განასახიერებს.