Disney+ სტრიმ-სერვისისთვის კომპანია მარველი და კევინ ფაიგი ახალ ანიმაციურ ფილმს შექმნიან, რომელიც დაეყრდნობა კომიქსების სერიას სახელწოდებით “ასე რომ მომხდარიყო?” (What if?). ისევე როგორც კომიქსები, ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს უკვე ნაცნობ ამბებს, რომლებშიც რარაც ისე არ მოხდება, როგორც უნდა მომხდარიყო.
არსებობის იმის მოლოდინი, რომ მარველის გმირების შემსრულებელი მსახიობები, თავიანთ პერსონაჟებს ანიმაციურ ფილმშიც გაახმოვანებენ. კომიქსების სერია, “ასე რომ მომხდარიყო?” 1977 წელს გამოვიდა და გვთავაზობს უამრავ ისეთ ისტორიას, როგორც “ასე რომ მომხდარიყო, და კაპიტანი ამერიკა მეორე მსოფლიო ომის დროს არ დაკარგულიყო?” ან “ასე რომ მომხდარიყო და თანოსი რომ შურისმაძიებლების მხარეს გადმოსულიყო? და ბევრი სხვა.
ზუსტად რა ისტორიების ეკრანიზაციას გადაირებენ ცნობილი ჯერ არ არის, მაგრამ პიურველი სავარაუდო ისტორია იქნება: ” ასე რომ მომხდარიყო და ლოკის თორის ჩაქუჩი, ეპოვა?”
მარველის ფანებისთვის საკმაოდ სასიხარულო ამბებია, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, ისევე როგორც სხვა არანაირი დეტალი ანიმაციურ ფილმზე არ ვიცით.
kinpoisk.ru