კანადურმა ინდი-როკ ბენდმა “Arcade Fire”-მ “Disney”-ს მომავალი ფილმ “დამბოსთვის” საუნდტრეკი ჩაწერა. კომპოზიცია “Baby Mine” ორიგინალი ფილმის საუნდტრეკია, ბენდმა ნაცნობი სიმღერის თანამედროვე ქავერი გააკეთა.
დამბოს მხატვრული რიმეიქი 27 მარტს გამოვა. ფილმი ტიმ ბარტონმა გადაიღო, ხოლო მთავარი როლები კოლინ ფარელმა და დენი დევიტომ შეასრულეს.