ტექნიკის მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანია “Apple” სტრიმინგ სერვისითაც დაინტერესდა. საკმაოდ გადატვირთულ ბაზარზე სტივ ჯობსის კომპანია 11 ახალი პროექტით შეიჭრება. შეძლებს თუ არა ახალი სტრიმინგი “HBO”-სა და “Netflix”-ისთვის კონკურენციის გაწევას 2020 წელს გავიგებთ.
25 მარტს სტრიმინგ სერვისის პრეზენტაცია დაგეგმილი. ხსენებული პროექტების შექმნაში მონაწილეობას რიზ ვიზერსპუნი, დემიენ შაზელი, კრის ევანსი, ოპრა უინფრი, ჯენიფერ ენისტონი, ბრედლი კუპერი, სტივ კარელი, მ. ნაით შიამალანი და სხვა სახელიანი კინომოღვაწეები მიიღებენ.