ტექნიკის მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანია Apple სტრიმინგ სერვისითაც დაინტერესდა. საკმაოდ გადატვირთულ ბაზარზე სტივ ჯობსის კომპანია უამრავი ახალი პროექტით შეიჭრება. შეძლებს თუ არა ახალი სტრიმინგი HBO-სა და Netflix-ისთვის კონკურენციის გაწევას, ამას მალე გავიგებთ.
25 მარტს სტრიმინგ სერვისის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც Apple TV Plus ერქმევა. სერვისი შემოდგომისთვის 100-ზე მეტ ქვეყანაში აპირებს მაუწყებლობას. მასზე რეკლამები არ იქნება. ჯერ უცნობია რა ეღირება სერვისის გამოწერა.
ახალ პროექტებში ისეთი ვარსკვლავების სახელები გვხვდება, როგორიცაა სტივენ სპილბერგი, ჯეი ჯეი აბრამსი, ჯეისონ მომოა, რიზ ვიზერსპუნი, დემიენ შაზელი, კრის ევანსი, ოპრა უინფრი, ჯენიფერ ენისტონი, ბრედლი კუპერი, სტივ კარელი, მ. ნაით შიამალანი და სხვები.
სპილბერგი აპრებს განაახლოს სერიალი გასაოცარი ისტორიები, რომელიც 1985-1987 წლებში გადიოდა NBC-ზე. უიზერსპუნი, ენისტონი და კერლი სერიალ “Morning Show“-ზე მუშაობენ, ხოლო აბრამსი “Little Voice“-ს გადაიღებს.
პრეზენტაციის დროს გავრცელდა საიმიჯო რეკლამაც:
ასევე ნახეთ ფოტოები პრეზენტაციიდან:
kinopoisk.ru