ბეიბი დრაივერის ვარსკვლავი ანსელ ელგორტი სტრიმინგ სერვის WarnerMedia-ს ახალ სერიალში ითამაშებს. მსახიობისთვის ეს პირველი სატელევიზიო როლი იქნება.
სერიალის სახელია Tokyo Vice, სიუჟეტის ცენტრში ტოკიოში ჩასული ამერიკელი გამომძიებელია, რომელიც ადგილობრივ კანონდამცველებს ბინძური პოლიციელების გამოვლენასა და დაჭერაში ეხმარება. სცენარზე ტონის მფლობელი ჯ.ტ.როჯერსი იმუშავებს, რეჟისორის სკამს შუშის სასახლის შემქმნელი დესტინ კრეტონი დაიკავებს.
სატელევიზიო შოუს პირველ სეზონში 10 ეპიზოდი იქნება.