როგორც იცით, ანჯელინა ჯოლი ახალ ფილმში Come Away იღებს მონაწილეობას, რისთვისაც იმიჯის რადიკალურად შეცვლა დასჭირდა.
მსახიობის ცნობა საკმაოდ რთულია, ამიტომ მიგანიშნებთ, ამ ფოტოში ეძებეთ ქერა, ხვეულთმიანი ქალბატონი.
ფილმზე მუშაობა უკვე დაიწყო და თქვენს წინაშე ახლა ის ადამიანები არიან, რომლებიც ფილმზე მომდევნო თვეების განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ ფილმი პიტერ პენისა და ელისი საოცრებათა ქვეყანაში-ს პრიქველია, შესაბამისად, რეჟისორები მაყურებელს ახალ, ზღაპრულ გარემოში მოგზაურობას გვპირდებიან.