ბრედ პიტი შვილების ნახვისთვის ამ ზაფხულს განსაზღვრულ დროს მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო, რომელმაც ანჯელინა ჯოლის ბრედის შვილებთან ურთიერთობის დალაგება დაავალა.
ერთ-ერთი გამოცემაზე დაყრდნობით მოსამართლე ამბობს, რომ ბრედის შვილები, თითქმის, საერთოდ არ ატარებენ დროს მამასთან, რაც მათზე ძალიან ცუდად აისახება, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მჭიდრო კავშირი ქონდეთ, როგორც ბრედთან, ისევე ენჯისთან.
ჯოლიმ პიტს ექვსივე ბავშვის მობილურის ნომერი უნდა მისცეს და ბრედს უნდა შეეძლოს, რომ მათთან მაშინ დარეკოს, როდესაც მოუნდება. ასევე, ჯოლის უფლება არ ექნება, რომ წაიკითხოს ან აკონტროლოს მიმოწერა ბრედსა და ბავშვებს შორის. რადგან მედოქსი ყველაზე დიდია, ის თავად გადაწყვეტს, თუ რამდენი დრო უნდა გაატაროს მამასთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ექვსივე შვილთან ერთად ახლა ლონდონში იმყოფება, სადაც ფილმის “მალეფისენტი” მეორე ნაწილზე მუშაობს.