ლა ლა ლენდის რეჟისორი დემიენ შაზელი სტრიმინგ სერვის “Netflix”-ისთვის მინი-სერიალ “The Eddy”-ს იღებს. მუსიკალურ ტელესერიალში მთავარ როლს ანდრე ჰოლანდი შეასრულებს, თავდაპირველად როლზე ტაჰარ რაჰიმი იყო დამტკიცებული, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო მსახიობმა პროექტი დატოვა.
“The Eddy”-ის მოქმედება პარიზში ვითარდება, შესაბამისად გადაღებები საფრანგეთში მიმდინარეობს.