“DreamWorks”-ის ანიმაცა როგორ მოვათვინიეროთ დრაკონის რიგით მესამე ფილმმა გამხსნელ უიქენდზე 55.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ ციფრით იგი კვირის ლიდერბორდში პირველ ადგილს იკავებს. საინტერესოა რომ დრაკონური ტრილოგიის დაკსვნითი ნაწილი სტუდიას უფრო იაფი დაუჯდა ვიდრე წინა ორი, ახალი ანიმაციის ბიუჯეტმა 129 მილიონი დოლარი შეადგინა, წინასწარი პროგნოზით მხოლოდ ამერიკის მაშტაბით სურათი 200 მილიონ დოლარს მოიტანს.
მეორე ადგილზე რობერტ როდრიგესისა და ჯეიმს კამერონის კიბერ-პანკი “ალიტა: მებრძოლი ანგელოზი” გავიდა. ფილმმა არც თუ ისე კარგი ციფრები აჩვენა სამშობლოში, სამაგიეროდ ჩინეთიდან შემოსულმა 62 მილიონმა ამ ლიდერბორდში მეორე ადგილი მოუტანა, ჩინეთის კანონმდებლობით სტუდია თანხის მხოლოდ 25% მიიღებს. დიდი ალბათობით ანიმეს ეკრანიზაცია გაქირავებაში ჩავარდება.
სამეულს ლეგო ფილმის გაგრძელება აგვირგვინებს, წინა კვირასთან შედარებით მაყურებელმა და შემოსავალმა აქაც მოიკლო, თუმცა დაღმასვლას ლოგიკური ახსნა აქვს, ეკრანებზე ზემოთხსენებული კონკურენტი “DreamWorks”-ის ანიმაცია გამოვიდა. გაქირავების მესამე კვირას ლეგომ 10 მილიონი დოლარი მოიპოვა. საერთო ჯამში ანიმაციას 83 მილიონი აქვს გამომუშავებული.