გასული უიქენდის ფინანსურად ყველაზე წარმატებული ფილმი ბრაიან სინგერის ბოჰემური რაფსოდია გახდა. მიუხედავად კრიტიკისა და დაბალი შეფასებებისა, რემი მალეკის მიერ განსახიერებულ ფრედი მერკურის და ჯგუფ Queen-ის უკვდავ მუსიკას კინოთეატრებში ხალხი მოჰყავს. სურათმა 2-დან 4 ნოემბრის ჩათვლით კანადისა და ამერიკის ტერიტორიაზე 50 მილიონი დოლარი მოაგროვა.
მეორე ადგილზე კიდევ ერთი უდიდესი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის მაკნატუნას მორიგი ეკრანიზაცია იკავებს. ფილმის რეჟისორი შოკოლადისა და მეღვინეების სახლის წესების შემქმნელი ლას ჰალსტრომია. გასულ უიქენდზე “მაკნატუნა და ოთხი სამეფო”-მ 28 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.