არასოდეს დავიჯერებდი , რომ მიზნობრივი რეკლამირების მსხვერპლი გავხდებოდი. YouTube რეკლამები, სპონსორული ჰეშტეგები და facebook feed-ბი მხვდებოდა ყველგან, ვერაფრით გავექეცი რეკლამებს, რომელიც მაძალებდა მეყურებინა Amazon-ის ახალი სერიალისთვის სუპერგმირების შესახებ – “The Boys”.
მინდა გითხრათ – სერიალი ნამდვილად შესანიშნავია.
სერიალის პირველი სეზონი, მჭიდროდ დაკავშირებული რვა ეპიზოდისაგან შედგება. მოვლენები ადამიანთა ჯგუფის ირგვლივ ვითარდება, რომლეთა მიზანი ტყუილი სუპერგმირების გამოაშკარავება, გმირების, რომლებიც კამერების წინ იცინიან და სუპერგმირობანას თამაშობენ, თუმცა კულისებს მიღმა საზარელი და ხანდახან საშიშიც არიან.
გაფრთხილდით სპოილერებია!
The Boys-ში მოცემული კონცეფცია არ არის ახალი, თუმცა საუკეთესო წარმომადგენელია იმ ჟანრისა, სადაც სუპერძალის მქონე ადამიანები არც თუ ისეთი გმირები არიან, როგორებსაც ჩვენ ვართ მიჩვეულნი. დამიჯერეთ მსგავსი არაფერი გინახავთ.
შოუ შოკისმომგვრელია და ცენტრალური ისტორიაც Hughie-ის (Jack Quaid) მეგობარი გოგონას შემთხვევითი, თუმცა გროტესკული სიკვდილით იწყება. დამნაშავე სპიდსტერია A-Train (Jessie T. Usher), რომელიც ცნობილი შვიდეულის წევრია. მოვლენათა განვითაებისას Hughie და Billy Butcher (Karl Urban), რომელსაც ყველა სუპეგმირზე შურისძიება სურს მოკავშირეები ხდებიან.
ასევე ვეცნობით Starlight-ს (Erin Moriarty), რომელმაც აისრულა ბავშვობის ოცნება და შვიდეულის წევრი გახდა. აქვე ვხვდებით ბოროტმოქმედს, Homelander-ს (Antony Starr), რომელსაც სუპერმენის მსგავსი ძალები გააჩნია და მისი ყოველი გამოჩენა ჩაგვაფიქრებს ერთ ფაქტზე – “აი რა მოხდებოდა სუპერმენი ბოროტი რომ ყოფილიყო?”.
The Boys ერთგვარი პაროდიაა, Superman, Wonder Woman, The Flash და Aquaman-სა და დამიჯერეთ, თავისი R შეფასებით იმაზე მეტ სიგიჟეს შემოგთვაზებთ ვიდრე DC თავისი ბნელი სამყაროთი.
მე გირჩევდით უყუროთ The Boys ყველას მათ ვისაც გაქვთ ძლიერი კუჭი და სისხლის ყურების ნერვები. ეს ფანტასტიური სერიალია და იმედს ვიტოვებ რომ იგი კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება.