ალ პაჩინო უილიამ შექსპირის კიდევ ერთ გმირს – მეფე ლირს განასახიერებს. პირველად ამერიკელმა მსახიობა 2004 წლის ვენეციელი ვაჭრის ეკრანიზაციაში შეილოკი შეასრულა.
მომავალი სურათის რეჟისორი მაიკლ რედფორდი იქნება, ზემოთხსენებული ვენეციელი ვაჭარი სწორედ მისი გადაღებულია.
პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ამ დროისთვის ალ პაჩინო ორ პროექტშია დაკავებული: მარტინ სკორსეზეს “The Irishman” და კვენტინ ტარანტინოს “Once Upon a Time in Hollywood”.