80-იანი წლების საკულტო ანიმეს აკირას მხატვრული რიმეიქის პრემიერა 2021 წლის 21 მაისს გაიმართება. ამერიკულ ვერსიას რაგნაროკის რეჟისორი, ახალზელანდიელი ტაიკა ვაიტიტი გადაიღებს.
1988 წელს გამოსული ფილმი კაცუჰირო ოტომოს მანგის ეკრანიზაციაა, ანიმეს პოპულარობა მალევე გაცდა იაპონიის საზღვრებს და ჟანრის კლასიკის წოდება მალევე მოიპოვა.
რიმეიქს სტუდია Warner Bros. უხელმძღვანელებს, სხვადასხვა დროს ახალი ვერსიის შექმნით კრისტოფერ ნოლანი და ჯორჯ მილერი იყვნენ დაინტერესებულნი.