ბრეიდი კორბეტის ახალ მიუზიკლში რუნი მარას ნაცვლად, ნატალი პორტმანი ითამაშებს. როგორც ცნობილია, ფილმში ასევე ითამაშებენ ჯუდ ლოუ და სტეისი მარტინი. როგორც ირკვევა, ნატალი პორტმანი არა მხოლოდ მიუზიკლის მთავარი გმირი იქნება, არამედ საკუთარ თავზე ფილმის პროდიუსერის მოვალეობასაც აიღებს.
რუნი მარასთან ფილმში მონაწილეობის თაობაზე, კონტრაქტს ხელი 2016 წელს მოაწერეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყდა, რომ მის ადგილას ნატალი პორტმანი ყოფილიყო და მსახიობიც ამ შემოთავაზებას დათანხმდა.
მიუზიკლი პოპ ვარსკვლავის, სელესტის 15 წლიანი კარიერის ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც პირველი ნაბიჯები ამ სამყაროში 1999 წელს გადადგა.