რეჟისორი ავა დუვერნეი ნეტფლიქსისთვის მომღერალ Prince-ზე რამდენიმესერიან დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.
დოკუმენტური ფილმი მომღერლის მთლიან ცხოვრებას მოიცავს და მასში დოკუმენტური მასალაც იქნება ჩართული. გამოცემის ინფორმაციით ფილმში აქამდე უცნობი ჩანაწერებიც გამოქვეყნდება.
“მადლიერი ვარ რომ ეს შესაძლებლომა მომეცა, ეს ჩემთვის დიდი პატივია”, განაცხადა რეჟისორმა.