GLAAD-ის ინფორმაციით, წელს ოსკარზე ყველაზე მეტი ლგბტქ თემატიკის ფილმია ნომინირებული.
ოსკარზე ნომინირებული, “საუკეთესო ფილმის” კატეგორიის რვა ფილმიდან ხუთში, ქვიარ ადამიანების ისტორიაა მოთხრობილი. ესენია: ვარსკვლავის დაბადება, მწვანე წიგნი, ფავორიტი, ბოჰემიური რაფსოდია და “ვაისი“.
ვარსკვლავის დაბადება, რომელშიც გეი სიმბოლო ლედი გაგა თამაშობს, შეეხება მომღერალს, რომელიც დრაგ-ბარებში მუშაობს. ის ცდილობს გახდეს წარმატებული პოპ-ვარსკვლავი მ. შ. “გეი გოგონებს” შორისაც.
მწვანე წიგნი შეეხება მუსიკოს, დონ შირლის, აფროამერიკელი ქვიარის იდენტობის ჩამოყალიბებას, ფავორიტი მოგვითხრობს იშვიათი და შთამბეჭდავი სიყვარულისა და ძალაუფლების სამკუთხედის შესახებ, ბოჰემიური რაფსოდია კი აღწერს ქვიარ სიმბოლოს ფრედი მერკურის ცხოვრებასა და კარიერას, ხოლო მერი ჩეინის სექსუალობა წამყვანი ფაქტორია ადამიანურ და პოლიტიკურ დრამაში “ვაისი“.
გასული ორი წლის განმავლობაში ორმა ქვიარ ფილმმა, მთვარის შუქმა და წყლის ფორმამ “საუკეთესო ფილმის” ნომინაციაში გაიმარჯვეს.
“საუკეთესო ფილმის” კატეგორიის გარდა ოსკარზე ნომინირებულ სხვადასხვა კატეგორიაში ასევე არის ნამუშევრები, რომლებიც შექმნილი არიან ქვიარი ადამიანების მიერ. “ადაპტირებული სცენარის” ნომინაციაში წარდგენილია თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება, რომელიც გეი მწერლის, ჯეიმს ბოლდუინის წიგნის მიხედვითაა გადაღებული, ასევე შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ?-ის სცენარისტი, ჯეფ უიტსი, გეია. მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებშია ღიად გეი რეჟისორის რობ ეფშტეინის ფილმი “End Game“. “საუკეთესო სიმღერის” კატეგორიაში ნომინირებულია გეი კომპოზიტორის, მარკ შიამანის სიმღერა “The Place Where Lost Things Go” ფილმისთვის “მერი პოპინსი ბრუნდება”.
variety.com