საინვესტიციო ბანკმა “RBC Capital Markets”-მა მიმდინარე წელს დაგეგმილი ხარჯები გამოაქვეყნა, სულ 2019 წელს მწარმოებელი კომპანიები 107 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებენ, აქედან 22% რაც 16.4 მილიარდი დოლარია სტუდია “Disney”-ზე მოდის.
მონაცემებს თუ დავუჯერებთ მიკი მაუსის შემქმნელი სტუდია 2019 წელს ბაზარზე ყველაზე მსხვილი კონტენტის შემქმნელი გახდება. მეორე და მესამე ადგილებს “Netflix”(14.3 მილიარდი) და “AT&T/Time Warner”(14 მილიარდი) იკავებენ.
წელს კინოსტუდიას მრავალი ბლოკბასტერის გამოშვების გარდა გეგმაში სტრიმ-სერვის “Disney+”-ის შექმნაც აქვს, რაც არც თუ ისე მცირე თანხებთან არის დაკავშირებული.
ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას კომპანია არ გამოხმაურებია.