2018 წლის ოქროს გლობუსი გამორჩეული განსაკუთრებული თემატიკის დამსახურებით იყო. წლევანდელი დაჯილდოებაზე მთავარი აქცენტი 2017 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, უფრო კონკრეტულად კი ქალთა მიმართ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებას. დაჯილდოებების ისტორიაში წლევანდელი ოქროს გლობუსი, სულ რომ არაფერი, შავი ფერის გამო დარჩება და კიდევ იმ სიტყვებით, რომლებიც ჰოლივუდის მსახიობებმა დაჯილდოების ცერემონიალზე ისაუბრეს
მერილ სტრიპი – “ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე რთული დროა. ჩვენს ინდუსტრიაში არაფერი ხდება, თუ არა სექსუალური შევიწროვება და ეს თემა სამწუხაროდ, არამარტო ჩვენთან, ყოველთვის ყველგან ბოროტად, ბინძურად ტრიალებს და ჩვენ ამის გამოსწორებისთვის ვიბრძვით, ჩვენ ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი უფლებებისთვის ვიბრძვით და იმედი კი არ გვაქვს, არამედ დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას. ახლა სწორედ ის დროა, როცა ყველა ერთ დიდ შავ თოკში უნდა ჩავებათ და ერთმანეთის გვერდში ვიდგეთ.”
მიშელ უილიამსი – ჩვენ აქ ქალების გულისთვის ვართ, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შეძლეს და ხმამაღლა ილაპარაკეს მათთვის ყველაზე მტკინვეულ თემაზე, ჩვენ აქ მათთვის ვართ, რომლებმაც ეს მოძრაობა (#Metoo) ჩამოაყალიბეს. ყოველთვის მეგონა, რომ შევძლებდი და ჩემს შვილს ვასწავლიდი, როგორ უნდა დაიცვას თავი ამ საშიში სამყაროსგან, თუმცა ახლა დავრწმუნდი, რომ დროთა განმავლობაში, ეს ქალბატონები მის ყველაზე დიდ მაგალითად იქცევიან. ახლა სწორედ ის დროა, როცა ჩვენს შვილებს ხელი მაგრად უნდა ჩავსჭიდოთ და დავანახოთ, თუ როგორ მწარე რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა ამავდროულად შევძლოთ და ვასწავლოთ, როგორ უნდა იყვნენ ძლიერები, რომ ცხოვრება შეძლონ.
ნატალი პორტმანი – ” ჩემი აზრით, ჩვენ ყველამ უკვე კარგად გავიაზრეთ, თუ რა დავკარგეთ. ჩვენი ინდუსტრიის მიღმა, მრავალი ქალი იტანჯება სწორედ იმით, რაზეც ჩვენ წლის ბოლოს აქტიურად ვსაუბრობდით. ჩუმად ყოფნას არავინ აღარ აპირებს და სწორედ ამიტომ, ეს დრო საუკეთესო დროა სამყაროს შესაცვლელად და ამ ბრძოლაში ჩვენ, ქალები, აქტიურად ვერთვებით”
ამერიკა ფერერა – ” ენით აუღწერელ სიამოვნებას განვიცდი, როცა ირგვლივ ვიყურები და ვხედავ, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთი პატარა, თითქოს უმნიშვნელო დეტალით, ერთმანეთის გვერდში ყოფნა. ბედნიერებაა, როდესაც ხედავ, თუ როგორ არის ყველა მზად იმისთვის, რომ აღიაროს ყველაზე მწარე, მტკინვეული რეალობა და რომ სწორედ ეს ადამიანები ამ ყველაფრის წინააღმდეგ იბრძვიან. ჩვენი სამსახური ქალების და ყველა ადამიანის უსაფრთხოებაა და იმისთვის ბრძოლა, რომ ამ სამყაროში, ყველა თანაბრები ვართ”
გალ გადოტი – “მხოლოდ ერთს ვიტყვი. შავი ფერი, ასეთი ლამაზი, დასაფასებელი, მიმზიდველი, ღირსეული და მრავლის მთქმელი, ჯერ არასოდეს ყოფილა”
ლორა დერნი – ” ბავშვობაში ყოველთვის გვიკრძალავდნენ ხმამაღლა საუბარს, რომელსაც იმ დროს “ჭორაობას” და “ყბედობას” ეძახდნენ. მაშინ სიჩუმე ერთგვარი კულტურა იყო, რომელიც აბსოლუტურ ნორმად იყო მიღებული. თუმცა ახლა ბევრი რამ შეიცვალა, გავიზარდეთ, დავამსხვრიეთ ჩარჩოები, კლიშეები და პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, ტირილი, თითის გაშვერა ვისწავლეთ. დღეს უკვე ჩვენი დანაკარგის ანაზღაურება იმითაც შეგვიძლია, რომ საკუთარ შვილებს ვასწავლოთ, რომ გაბედულად, უშიშრად, ყოველგვარი სირცხვილის გარეშე ისაუბრონ იმ თემებზე, რომელიც მათ აწუხებთ.”
კერი ვაშინგტონი – “იცით აქ რისთვის შევიკრიბეთ? იმისთვის, რომ ერთმანეთი ვიზეიმოთ, ერთმანეთის გამარჯვება ავღნიშნოთ, ხელები ჩავჭიდოთ და ერთმანეთის გვერდით ვიყოთ. იმაზე სასიამოვნო არაფერია, როცა იცი, რომ მარტო არ ხარ და რომ შენს უკან კიდევ ბევრი ადამიანია, რომელიც შენსავით იბრძვის!”