კინოინდუსტრიაში მსგავსი შემთხვევა საკმაოდ ხშირია. მაშინ, როდესაც მონტაჟის და ფილმის რეჟისორი ერთად მიუსხდებიან სამონტაჟო კომპიუტერს და გადაღებულ სცენებს თვალს გადაავლებენ, ზოგიერთი რამ მათთვის ხან ზედმეტი, ხან უხარისხო, ხან კიდევ უაზრო ეჩვენებათ, ამიტომ ფილმიდან საბოლოოდ კვეთენ.
ამის შესახებ მაყურებელმა ხან იცის, ხან არა, მაგრამ რას წარმოვიდგენდით, რომ 20 წლის შემდეგ, შესაძლებლობა გვექნებოდა გვენახა ის კადრი, რაც ფილმში “ტიტანიკი” რატომღაც გადაწყდა, რომ არ ყოფილიყო.
ფილმიდან ამოჭრილ სცენაში, ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ გადარჩნენ საბოლოოდ გემის მგზავრები კატასტროფის შემდეგ. ქეით უინსლეტი (როუზი) კი საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ სასოწარკვეთილია და მის თვალებში ყველაფერი იკითხება.
საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ჯეიმს კამერონმა, რომ ეს სცენა ფილმისთვის გამოუსადეგარი ყოფილიყო, ან თუნდაც რატომ ვნახულობთ ამ კადრებს 20 წლის შემდეგ, თუმცა როგორც ამბობენ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და აი ისიც….