სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

15 ფილმი წვიმიანი დღეებისთვის

Cinemania ავტორი Cinemania
30 სექტემბერი, 2017
რუბრიკა კოლექციები, სიახლეები
0
15 ფილმი წვიმიანი დღეებისთვის
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

შემოდგომა ოფიციალურად შევიდა ძალაში და გაბმული წვიმებიც დაიწყო, თუმცა ეს სულაც არაა ცუდი ამბავი. ეს ნიშნავს, რომ მეტი დრო შეგიძლიათ შინ გაატაროთ პლედთან, ცხელი ჩაის ფინჯანთან, მყუდრო განწყობასა და, რასაკვირველია, კარგ ფილმებთან ერთად, რომლებიც ამჯერად წვიმიანი დღეების შესაფერისი ხასიათისთვის არიან შერჩეულები. ხასიათი კი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. შესაძლოა ნაცრისფერმა დღემ გულისამაჩუყებელ გუნებაზე დაგაყენათ, ან ნოსტალგიური რამის ნახვა გსურთ — მთავარია, ცუდ ამინდში შინ ჯდომა არ მოგბეზრდეთ.

დავიწყოთ ისეთი ფილმებით, რომელთა სცენებშიც წვიმა უშუალოდ მონაწილეობს:

1. უბის წიგნაკი (2004)

ფილმი, რომელშიც ასეთი დაუვიწყარი წვიმიანი სცენაა, არაფრით არ უნდა გამოტოვოთ, მით უმეტეს, თუ სასიყვარულო განწყობაზეც ხართ.

2. დანის პირზე მორბენალი (1982)

“მე ისეთი რამეები მინახავს, რასაც თქვენ, ადამიანები, ვერც დაიჯერებთ… ორიონის მხარზე ცეცხლის ხომალდების თავდასხმა, c-სხივები ტანჰოიზერის კარიბჭესთან ახლოს… და ყველა ეს მომენტი დროში დაიკარგება — როგორც ცრემლები წვიმაში”, — ამბობს რიდლი სკოტის ამ საკულტო ფილმის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სცენაში ანდროიდი როი ბეტი. ეს ფილმი ამ შემოდგომის აუცილებლად სანახავია და არამარტო ამ სცენის გამო — მალე ხომ მისი სიქველიც გამოდის.

3. წვიმის ქვეშ მომღერალი (1952)

მშვენიერი მუსიკა წვიმის ფონზე — კლასიკური მიუზიკლი ჯინ კელით მთავარ როლში, რომლის სიმღერას და ცეკვას დამატებით ეშხს მატებს შხაპუნა წვიმა და შედეგად — ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და ნათელი წვიმიან სცენა კინოისტორიაში. შეუძლებელია, თავადაც არ აჰყვეთ ბედნიერი პერსონაჟის ცეკვა-სიმღერას და წვიმაში უმიზეზოდ ხტუნვა არ მოგინდეთ.

4. საუზმე ტიფანისთან (1961)

ტრუმენ კეპოტის წიგნის ეკრანიზაცია მშვენიერი მუსიკით, ოდრი ჰებპერნითა და კატით. ეს რომანტიკული კლასიკური ფილმი სასიყვარულო განწყობის გარანტია.

5. მაგნოლია (1999)

ამ ემოციურ და სიმბოლოებით დატვირთულ დრამაში მარტოხელა, უბედური ადამიანების ცხოვრებაა ასახული. ანდერსონის ამ გენიალურ ფილმში ბოლო, გადამწყვეტი სცენა, რომელშიც ბაყაყების წვიმა მოდის, ფილმის ბიბლიურ სიმბოლიზმს აგვირგვინებს და დამატებით მიზეზს გვაძლევს ფიქრისთვის. თუ წვიმიან ამინდში გასართობად კი არა, ეგზისტენციალურ პრობლემებზე საფიქრელად ხართ მზად, ეს ფილმი თქვენთვისაა.

6. ყვავი (1994)

კრიმინალების ბანდის მიერ ახალგაზრდა როკგიტარისტის ერიკ დრეივენისა და მისი საცოლის სასტიკი მკვლელობიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ დრეივენი ჰიპნოტური ყვავის მეთვალყურეობის ქვეშ სამარიდან ბრუნდება შურის საძიებლად. პირქუში და მისტიკური ფილმი საჰელოუინო განწყობას აგიმაღლებთ.

ახლა კი, ფილმები განწყობისთვის:

თუ რომანტიკულ ხასიათზე ხართ…

7. ბრიჯიტ ჯონსის დღიური (2001)

როცა რომანტიკული კომედიის ნახვა გსურს, ეს ფილმი ყოველთვის კარგი არჩევანია — გინდა პირველად უყურებდე და გინდა მეასედ. ლონდონური ცხოვრების მარილით შეზავებული ბრიჯიტის სასიყვარულო ისტორიები ერთდროულად გვაცინებს და გულსაც აგვიჩუყებს.

8. ფრთხილად, კარები იკეტება (1998)

ლონდონელი პუბლიცისტის ელენის ცხოვრება ალბათ სხვაგვარად წარიმართებოდა, მას რომ მატარებლისთვის კარის დაკეტვამდე მიესწრო ან ვერ მიესწრო. მომხიბლავი გვინეტ პელტროუ და საინტერესო კუთხით განვითარებული სიუჟეტი წვიმიან ამინდში სულაც არ მოგაწყენთ.

9. იმედის სხივთა კრებული (2012)

თბილზე თბილი ფილმი ორ ადამიანზე, რომლებიც პარტნიორების დაკარგვამ ფსიქოლოგიურად გაანადგურა. ფეთქებადი ხასიათის პეტი და ტიფანი დარბიან, კამათობენ, ცეკვავენ და იმედის სხივებს ეძებენ შავ ღრუბლებში.

10. სინაზე (2012)

რომანტიკული კომედია სიყვარულზე, ბედისწერასა და სხვა დელიკატურობებზე… პარიზელ ნატალის ბედნიერი ცხოვრება უეცრად ენგრევა თავზე. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მისი გულის მოგება შეუძლებელი ჩანს, მაგრამ მოულოდნელობას ხანდახან საკუთარი თავი გვიმზადებს.

ნოსტალგიური განწყობისთვის კი:

11. უკან მომავალში (1985)

შემოდგომისას, მით უმეტეს წვიმიან ამინდში, როცა განსაკუთრებით გამძაფრებულია ნოსტალგიური განწყობა, ბავშვობის პერიოდში დაბრუნება საუკეთესო გამოსავალია. უკან მომავალში სწორედ ის ტრილოგიაა, რომლის გადამეორებაც ზედმეტი არასდროსაა.

12. მისის დაუთფაიერი (1993)

ნოსტალგიურ-ღიმილიანი განწყობის გარანტია მოსიყვარულე მამის ისტორიაც, რომელიც ქარიზმატულ მისის დაუთფაიერად იქცევა იმის გამო, რომ შვილებთან ახლოს იყოს. ამ შესანიშნავი ფილმის ნახვა ოჯახთან ერთად არის რეკომენდებული.

13. დიდი ლებოვსკი (1998)

გენიალური ფილმი, რომლის ნახვაც შეუძლებელია მოგბეზრდეს, იუმორი, თვითირონია, უძლიერესი სამსახიობო ანსამბლი და სახალისო სიუჟეტი. ეს ის ფილმია, რომლის ნახვასაც ჭეშმარიტი მეგობარი ნამდვილად გირჩევდათ.

15. როკის საშინელებათა შოუ (1975)

ფანტასტიკური და უჩვეულო მიუზიკლი სამოცდაათიანებიდან. ახალდაქორწინებული წყვილი ბრედი და ჟანეტი ძლიერ წვიმაში მოყვებიან, მანქანა გაუფუჭდებათ და იძულებულნი არიან, ახლოს მდებარე სახლს შეაფარონ თავი. მდიდრული სასახლის მფლობელი ექიმი ფრენკ-ენ-ფურტერი ტრანსვესტიტია და სწორედ ამ დღეს დიდ წვეულებას აწყობს მეგობრებისათვის.

 

delicacyბრიჯიტ ჯონსის დღიურიგანწყობადანის პირზე მორბენალიდიდი ლებოვსკიდრამაიმედის სხივთა კრებულიკოლექციამაგნოლიამელოდრამამისის დაუთფაიერიმიუზიკლინოსტალგიაროკის საშინელებათა შოურომანტიკულისაუზმე ტიფანისთანუბის წიგნაკიფანტასტიკაფილმები წვიმიანი დღეებისთვისყვავიწვიმაწვიმიანი სცენებიწვიმის ქვეშ მომღერალი
Previous Post

დასტინ ჰოფმანი: "წარმატება რყვნის"

Next Post

ნატალი პორტმანის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი თრეილერი

Next Post
ნატალი პორტმანის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი თრეილერი

ნატალი პორტმანის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი თრეილერი

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

გასართობი

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ახლა კითხულობენ

Teen Spirit-ის თრეილერი უკვე გამოვიდა

Teen Spirit-ის თრეილერი უკვე გამოვიდა

ავტორი Cinemania
11 სექტემბერი, 2018
0

მერაბ ნინიძე: “სამშობლო” არის მცდელობა, დახატონ დღევანდელობის ობიექტური სურათი”

მერაბ ნინიძე: “სამშობლო” არის მცდელობა, დახატონ დღევანდელობის ობიექტური სურათი”

ავტორი Cinemania
25 აპრილი, 2018
0

ნახეთ: შავი სარკის ახალი სეზონის პოსტერები

ნახეთ: შავი სარკის ახალი სეზონის პოსტერები

ავტორი Cinemania
31 მაისი, 2019
1247

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020