ფილმის “ბორტს მიღმა ვიღაცაა” ვარსკვლავი ანა ფარისი ყოფილ მეუღლესთან, კრის პრატთან ურთიერთობაზე საუბრობს.
“ეს ბევრად დრამატულად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია. მე და კრისს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და ჩვენი შვილი ჯეკიც ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს” – ამბობს 41 წლის მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ასევე მათი შვილი ფიგურირებდა იმ განცხადებაში, რომელიც პრატმა დაშორების შემდეგ გააკეთა – “განქორწინება საშინელებაა, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ გვყავს შესანიშნავი შვილი. მას ყავს მშობლები, რომლებიც მასზე გიჟდებიან. ჩვენ ვცდილობთ დავარეგულიროთ ყველაფერი და ერთმანეთის მიმართ ისევ მეგობრულად ვიყოთ განწყობილნი.”
ფარისი კი, როგორც ჩანს გარკვეულ დეტალებს ნანობდა – “ესაა მაგალითი იმისა, რომ ურთიერთობა მაქსიმალურად პირადი უნდა იყოს და შეინახო. თუმცა ამის სურვილი საერთოდ არ მაქვს, რადგან გახსნილი ადამიანი ვარ და ამით ვამაყობ.”
შეგახსენებთ, რომ კრისმა და ანამ 8 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2017 წელს ამცნეს საზოგადოებას მათი დაშორების შესახებ. მომდევნო მოვლენები კი, როგორც ხედავთ, საკმაოდ ცივილურად და სკანდალების გარეშე ვითარდება.