“ზეციური სხეულები: მოდა და კათოლიკური წარმოსახვა” – ასეთი იყო მეთ გალა 2018-ის თემატიკა. ეს უკანასკნელი ყოველწლიური საქველმოქმედო წვეულებაა, რომელიც უკვე 47-ედ ტარდება. შემოსული თანხა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთ, საკოსტიუმო ფრთას ხმარდება.
კინოს ვარსკვლავები, როგორც ყოველთვის, მეთ გალას ხალიჩაზეც განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ. მითუმეტეს, რომ წლევანდელი თემატიკა ფანტაზიას საკმაოდ დიდ გასაქანს აძლევდა.
ერთად გადავავლოთ თვალი წითელ ხალიჩას და განვიხილოთ საუკეთესოდ|ყველაზე ცუდად ჩაცმული ვარსკვლავები
ნაომი უოთსი მაიკლ კორსის კაბით იყო წარმოდგენილი, რომელიც ოქროსფერსა და თეთრში იყო გადაწყვეტილი.

მართალია, ბლეიკ ლაივლი სოციალურ ქსელში საკმაოდ ჩამოუყალიბებელია და ვერ გადაუწყვიტავს ინსტაგრამი გაააქტიუროს თუ გააუქმოს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ კაბის შერჩევისას არ შემცდარა, როდესაც წვეულებაზე ვერსაჩეს წითელ კაბაში გადაწყვიტა მისვლა.


ლილი კოლინზისა და ტესა ტომპსონის ჩაცმულობას ზეციურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ალბათ მათი ინსპირაცია ზეცის ქვედა სართული უფრო იყო, როდესაც შავი კაბები მოირგეს.

ჯარედ ლეტოს მეთ გალას თემატიკა სულაც არ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ზეციურად ჩაეცვა ან ბიბლიური პერსონაჟებისთვის შეედარებინათ. თუმცა მისი და ლანა დელ რეის სამოსი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა და, შეიძლება ითქვას, ერთმანეთს ავსებდა.

სერიალის “სექსი დიდ ქალაქში” ვარსკვლავი სარა ჯესიკა პარკერი ოქროსფერ კაბაში წარმოგვიდგა. ისევე, როგორც მსახიობის კაბა, მისი თავიც საკმაოდ გადატვირთული იყო.

სკარლეტ იოჰანსონი შინდისფერსა და ვარდისფერ ფერებში გადაწყვეტილი კაბით წარმოგვიდგა. რამდენად შეესაბამება მსახიობის კაბა წვეულების თემატიკას, თავად გადაწყვიტეთ.

ფრენსის მაკდორმანდის ცისფერი კაბა საკმაოდ ექსტრავაგანტული იყო. შეიძლება ითქვას, ზედმეტად ექსტრავაგანტულიც კი.

3 დრაკონის დედის კვალობაზე ემილია კლარკი შავსა და ოქროსფერში გადაწყვეტილ კაბაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

გრეტა გერვიგი ზეციურ თემატიკას ზედმეტად მიწიერად მიუდგა. მისი შავ-თეთრი კაბა მონაზვნის სამოსს მოგაგონებთ.

დიდი კრეატიულობით არც ემა სტოუნი გამოირჩეოდა. მან ლუი ვიუტონის შესანიშნავი კაბა მოირგო, თუმცა თემატიკას ცოტათი აცდა.

საკმაოდ საინტერესო იყო ალისია ვიკანდერის შავ-თეთრი კაბა.

ენ ჰეთევეი ალისფერ სამოსში, ცოტა არ იყოს, მკაცრი ვიზუალით წარმოგვიდგა.

ალბათ დაგვეთანხმებით, უმა თურმანს სულაც არ სჭირდება განსაკუთრებული თემატიკის საღამოზე სტუმრობა, რომ ისევე შესანიშნავად გამოიყურებოდეს, როგორც ამ კრემისფერ კაბაში – მეთ გალაზე.

ამანდა სეიფრიდმა გადაწყვიტა, რომ მზის ფერი, პრადას კაბა მოერგო.
