რას ნიშნავს “ქარიზმატული” პიროვნება? ესაა ადამიანი, ან თუნდაც არსება, რომლის შინაგან მომხიბვლელობასა და სიძლიერეს წყალი არ გაუვა. ის, ვის დანახვაზეც ეჭვი არავის შეეპარება, რომ ეს ტიპი რასაც ჩაიფიქრებს, აუცილებლად გამოუვა. მოკლედ, “მაგარი” ბიჭები და გოგოები. რასაკვირველია, ქარიზმატულ პერსონაჟებში მხოლოდ “დადებით” პერსონაჟებს არ ვგულისხმობთ.
დღეს “ჰარი პოტერის” ყველაზე ქარიზმატულ, თავისებური შარმითა და მიმზიდველობით გამორჩეულ პერსონაჟთა რეიტინგს წარმოგიდგენთ. დიახ – არც კარგი, არც ცუდი, არც ნათელ თუ ბნელ მხარეზე მყოფი – არამედ ქარიზმატული პერსონაჟები. გაინტერესებთ, ვინ არიან?
სია ძირითადად დაფუძნებულია “ჰარი პოტერის” ფილმებზე, რადგან მიმზიდველობის ხარისხს გარეგნული ქარიზმაც (და არა სილამაზე!) მაღლა სწევს, შესაბამისად, პერსონაჟების ვიზუალურ მხარეს დიდი ყურადღება ექცევა. გარდა ამისა, გამოყოფილია მათი სამი, ყველაზე გამორჩეული თვისება ან ხასიათის ელემენტი, რომელიც მას ამ მომხიბვლელ ძალას ანიჭებს.
გაეცანით რეიტინგს და დაფიქრდით: თქვენ ვინ მიგაჩნიათ ასეთად?
15. ლილი პოტერი
- მან თავი ნამდვილად გასწირა შვილისთვის.
- სუპერ ლოიალური და კეთილია.
- ჯეიმსი “თავის ადგილზე მოსვა”.
14. დოლორეს ამბრიჯი
- მომაკვდინებელი ღიმილი აქვს.
- აქვს თავისი სახასიათო ფერი.
- შეუძლია იყოს ყველაზე, ყველაზე აუტანელი.
13. ვიქტორ კრამი
- კარგად ცეკვავს.
- ბრწყინვალედ გამოიყურება, განსაკუთრებით, ბეწვის ქურქში.
- წარბები მისი საფირმო გარეგნული მახასიათებელია.
12. ნევილ ლონგბოტომი
- ზუსტად იცის საკუთარი მორალური პოზიცია.
- ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე მის მიმართ მოლოდინი აქვთ.
- ვოლდემორის უკანასკნელი ჰორკრუქსი მოკლა.
11. გამანაწილებელი ქუდი
- ნებისმიერის გულის სიღრმეში ჩამალულ სურვილს კითხულობს.
- მიუხედავად ამისა, ყველაზე კონფიდენციალურია.
- უკეთ გიცნობს, ვიდრე შენ – საკუთარ თავს.
10. დობი
- ყველაზე გამბედავი შინაური ელფია.
- არ ერიდება იმ საქმეებში ჩარევას, რომლებშიც წესით არ უნდა ჩაერიოს.
- იცის, რა არის მისი მეგობრისთვის უკეთესი.
9. სედრიკ დიგორი
- ჰაფლეპაფის სიამაყეა.
- მის დანახვაზე ყველა “ეცემა”.
- დიდსულოვანია და “თავში არ უვარდება”.
8. რემუს ლუპინი
- ნამდვილი მგელია.
- ჰარისთვის თავი გასწირა.
- განსწავლული და გონიერი ჯადოქარია.
7. მოლი უისლი
- “ჩემი ქალიშვილი არა, შე ქოფაკო!” (ეს ფრაზა არასდროს დაგვავიწყდება)
- უმაგრეს სვიტერებს ქსოვს.
- ზედმეტი ლაილაისთვის მეტისმეტად დაკავებულია.
6. ჰერმიონ გრეინჯერი
- შენზე, ჩემზე, მასზე, ყველაზე ჭკვიანია.
- ყოველთვის აქვს გეგმა.
- დრაკოს რამდენჯერმე მოსცხო.
5. ტომ რიდლი
- ყოველთვის იღებს ცხოვრებისგან იმას, რაც უნდა.
- მიზნის მისაღწევად გეგმებს სახავს.
- საოცარი გარეგნობა აქვს (ეეჰ, ტომ რიდლ…)
4. სირიუს ბლექი
- აზკაბანიდან გაქცევა მოახერხა!
- თავზეხელაღებულობამდე მამაცია.
- ღვინოს მასავით სექსუალურად არავინ სვამს.
3. ალბუს დამბლდორი
- მასავით წვერს ვერავინ იხდენს.
- ჰარი პოტერი ფაქტობრივად იშვილა (კარგი ხო, იშვილიშვილა)
- ფენიქსი ჰყავს.
2. მინერვა მაკგონაგელი
- შეუძლია ნებისმიერ დროს იქცეს კატად.
- არ აინტერესებს შენი თავის მართლება.
- სიტყვამახვილობაში ბადალი არ ჰყავს.
1. ფრედ და ჯორჯ უისლები
- ყველაზე ხუმარა და ოინბაზი დუეტი მსოფლიოში.
- ოქროს გული აქვთ.
- უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ( 🙁 ) ერთგულები.
გაგიკვირდათ ამ სიაში ჰარი პოტერის არმოხვედრა? : ))