სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 რამ, რაც მაშინ მოხდებოდა, ჰარი პოტერი რომ გოგო ყოფილიყო

Cinemania ავტორი Cinemania
21 ივლისი, 2019
რუბრიკა პოტერომანები
0
10 რამ, რაც მაშინ მოხდებოდა, ჰარი პოტერი რომ გოგო ყოფილიყო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

21-ე საუკუნეში ისეთმა ფენტეზი და დისტოპიურმა თავგადასავლებმა, რომლებშიც მთავარი პროტაგონისტი ქალია, ლიტერატურასა და შემდგომ კინოში დიდ წარმატებას მიაღწია (შიმშილის თამაშები, დივერჯენტი, სამეფო კარის თამაშები). აშკარაა, რომ ლიდერი, ძლიერი, მებრძოლი და მეამბოხე ქალის პორტრეტი სწორედ ისაა, რაც თანამედროვე საზოგადოებას მოსწონს და აინტერესებს.

მაგრამ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიცვლებოდა ცნობილი ნაწარმოებები, მათი მთავარი გმირების სქესი საპირისპირო რომ ყოფილიყო? ამოაძრობდა ქვიდან მახვილს ქალი ართური? ბიჭი ელისი თუ გაჰყვებოდა კურდღელს? და გოგონა ჰარი პოტერზე რას იტყვით?

რასაკვირველია, ჰარი პოტერის სერიაში მრავალი შესანიშნავი და სამაგალითო ქალი პერსონაჟი გვხვდება, ჰერმიონ გრეინჯერი ხომ სულაც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ პერსონაჟად არის აღიარებული. მაგრამ საინტერესოა, როგორი იქნებოდა ბიჭი, რომელიც გადარჩა… გოგო რომ ყოფილიყო?

1. გაცილებით შრომისმოყვარე და ბეჯითი იქნებოდა

მაგლების გარემოცვაში გაზრდილ გოგონა ჰარის ორმაგი შრომა მოუწევდა დერსლებთან,  ჯადოქრების წრეში თავის დასამკვიდრებლად კი მხოლოდ სახელი არ ეყოფოდა – მას გამომუშავებული ექნებოდა შრომისმოყვარეობა და სიბეჯითე (სწორედ ჰერმიონის მსგავსი), რითაც მამაკაცების რთულ სამყაროში თავს გაიტანდა.

2. იგი ჰოგვორტსის წერილს იატაკიდან აიღებდა

ჰარიმ ჰოგვორტსიდან მისული წერილების ჰაერში დევნა დაიწყო, რითაც ძვირფასი დრო დაკარგა, მისტერ დერსლიმ კი ჭკუა იხმარა და ის დაიჭირა. გოგონა ჰარის გონიერება ეყოფოდა, წერილს იატაკიდან აიღებდა და სასწრაფოდ მიიმალებოდა თავის კარადაში სანუკვარი გზავნილის წასაკითხად.

3. სნეიპს მის მიმართ ასეთი სიძულვილი არ ექნებოდა

სნეიპს ჰარი თავის მეტოქეს, ჯეიმს პოტერს აგონებდა, მაგრამ ჰარი გოგო რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ სნეიპი მასში ლილი ევანსს დაინახავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლილის გოგონას გაცილებით დიდი მონდომებით დაიცავდა. გარდა ამისა, გაცილებით ლმობიერად მოექცეოდა შხამ-წამლების ან ოკლუმენციის სწავლებისას.

4. გრიფინდორის კოშკის გოგონების განყოფილებას ვნახავდით

ჰარი პოტერის სერიაში ჩვენ ჰოგვორტსს და გრიფინდორის საძინებელი ფლიგელის მხოლოდ ბიჭების განყოფილებას ვიცნობთ – იქ, სადაც ჰარი, რონი დინი და სიმუსი ცხოვრობენ. გოგონა ჰარისთან ერთად ჩვენ გოგონების საძინებელში “შევიხედავდით” და გავიგებდით, რაზე საუბრობენ ჩუმ-ჩუმად გრიფინდორელი გოგონები.

5. სირიუსი ჰარიში ჯეიმსს კი არა, ლილის დაინახავდა

წიგნების მიხედვით, სირიუს ბლექი ჰარისთან განსაკუთრებულ სიახლოვეს იმიტომ გრძნობს, რომ მას თავის განუყრელ მეგობართან, ჯეიმსთან აიგივებს. ჰარი რომ გოგო ყოფილიყო, სირიუსი მას ლილის მიამსგავსებდა. ეს რას ნიშნავს? “ელვას” თავიდანვე არ აჩუქებდა და მხოლოდ მას შემდეგ გაუგზავნიდა, რაც დაადგენდა, რომ ჰარი ნამდვილად ჰგავდა ხასიათით ჯეიმსს.

6. სამი ჯადოქრის ტურნირის განმავლობაში რიტა სკიტერი უამრავ სტატიას გამოაცხობდა ჰარის ჩაცმულობის ყოველ დეტალზე

ის მანტიები (და სხვა სამოსი), რაც უნგრული რქაკუდას წინაშე ცოცხზე ამხედრებულ გოგონა ჰარის ეცმეოდა, ჯადოქრული მოდის ტრენდი გახდებოდა.

7. ტურნირზე წარმატების შემთხვევაში დრაკო მალფოი იტყოდა, რომ ჰარის ეხმარებიან, რადგან ის გოგოა

თუმცა ბროში წარწერით “პოტერი ჩაფლავდება” კვლავ აქტუალური იქნებოდა.

8. საშობაო მეჯლისზე დასაპატიჟებლად მის წინაშე ბიჭების რიგი დადგებოდა

ჰოგვორტსის ჩემპიონი გოგონა საოცრად პოპულარული იქნებოდა… და, რაც მთავარია, ჰარივით ბოლო წამამდე არ იყოყმანებდა ცეკვის პარტნიორის შერჩევას. სავარაუდოდ, თავის კარგ მეგობარ ნევილს შეუთანხმდებოდა. ან სულაც, სედრიკ დიგორის…

9. მის მიერ დამბლდორის არმიის ხელმძღვანელობაზე ვინმე პრეტენზიას გამოთქვამდა

გოგონა ჰარის მიერ დამბლდორის არმიის ხელმძღვანელობას ალბათ უკმაყოფილება მოჰყვებოდა ზოგიერთ მოსწავლეს შორის, ვინმეს შეიძლება მისთვის ყოყლოჩინაც კი ეწოდებინა. თუმცა მის მიერ ჩატარებული პატრონუსის შელოცვის გაკვეთილის მერე ყველა უკმაყოფილო აზრს შეიცვლიდა.

10. მას ფრედ (თუ ჯორჯ?) უისლი შეუყვარდებოდა!

და ამის გამო თავს რონის წინაშე ისევე მოღალატედ იგრძნობდა, როგორც ნამდვილი ჰარი გრძნობდა, როცა მისი და შეუყვარდა. რონიც უფრო მშვიდობიანად შეხვდებოდა ამ ამბავს.

11. ვოლდემორი მის ძალებს სათანადოდ არ შეაფასებდა

http://cinemania.adjaranet.com/wp-content/uploads/2019/01/5d2c6910-f744-0132-f40d-0e18518aac2f.mp4

ვოლდემორი და მისი მომხრე ჯადოქრები სათანადოდ არასდროს აფასებდნენ ჯადოქარი ქალების ძალას. მაგალითად, გავიხსენოთ ბელატრისას დუელი მოლი უისლისთან. ჰერმიონ გრეინჯერს, თავისი მაგლური წარმომავლობის გამო, ყოველთვის ამცირებდნენ წმინდასისხლიანი ჯადოქრები, მაგრამ, ჰაგრიდისა არ იყოს, არ არსებობს შელოცვა, რომელიც ჰერმიონს არ გამოსდის. გოგონა ჰარის შემთხვევაშიც ასე იქნებოდა – მის ძალებს ვოლდმორი სათანადოდ ვერ შეაფასებდა, შედეგად კი ჰარი მას ნებისმიერ ბრძოლაში დაამარცხებდა, პოტერის მხარე გაიმარჯვებდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ვოლდემორითეორიაპერსონაჟირონ უისლისაყვარელი პერსონაჟიფანთეორიაფემინიზმიძლიერი ქალებიჯადოქრებიჰარი პოტერიჰარი პოტერი რომ გოგო ყოფილიყოჰერმიონ გრეინჯერიჰოგვორტსი
Previous Post

მხატვარმა ცნობილი მსახიობების მიერ განსახიერებული "Mortal Kombat"-ის პერსონაჟები დახატა

Next Post

25 სასაცილო ფრაზა ფილმიდან "ჩაჭრილები"

Next Post
25 სასაცილო ფრაზა ფილმიდან “ჩაჭრილები”

25 სასაცილო ფრაზა ფილმიდან "ჩაჭრილები"

ახალი ამბები

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3765

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2523

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
676

ბოლოს დამატებული

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020