თუ თქვენ მოახერხეთ და ჰარი პოტერის ფილმები ჯერ კიდევ არ გინახავთ, გილოცავთ! წინ მათი პირველად ნახვის ბედნიერება გელით და თუ ფიქრობთ, რომ ამ ასაკს უკვე დიდი ხნის წინ გადააბიჯეთ, ჩვენ აქ ვართ, რათა გადაგარწმუნოთ!
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 7 მიზეზს იმისთვის, რომ მოზრდილ ასაკშიც კი თამამად ჩართოთ პოტერიადას პირველი სერია – ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა.
1. დაბრუნდებით ბავშვობაში
მნიშვნელობა არ აქვს, წიგნს კითხულობთ თუ ფილმს უყურებთ – ჰარი პოტერი თქვენ აუცილებლად გადაგისვრით სულ სხვა, ჯადოსნურ სამყაროში – სადაც ყველაფერი შესაძლებელია, მაგია არსებობს და ერთი ბავშვი ბოროტებას ებრძვის. თქვენ აუცილებლად დაგავიწყდებათ ამქვეყნიური სტრესი და პასუხისმგებლობები.
2. ინტერაქტიული გამოცდილება
წიგნები და ფილმები საკმარისი არ არის? შეგიძლიათ Pottermore-com-ს ეწვიოთ, სადაც გამანაწილებელი ქუდი თქვენს შესაფერის კლუბს შეგირჩევთ, შეძლებთ ჯოხიც შეიძინოთ და საკუთარი პატრონუსიც იპოვოთ!
3. საკმარისად მოზრდილი ხართ იმისთვის, რომ ჰარისი არ შეგშურდეთ
დიახ, ის ჯადოქარია, თუმცა თუ კარგად დავუკვირდებით, არც ისე ბედნიერი ბავშობა აქვს – მშობლები დაეღუპა, დეიდას და ბიძას ეზიზღებათ, ხოლო სკოლაში ბავშვები ხშირად ამცირებენ.
4. ფემინიზმი ჯადოსნურ სამყაროში
შესაძლოა, ჰარი პოტერიადას მთავარი გმირია, თუმცა ჰერმიონა მაინც ნამდვილი ვარსკვლავია – ჭკვიანი, გამბედავი გოგონა, რომელიც ყოველთვის მეგობრების გვერდით დგას და გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობს. დარწმუნებულები ვართ, მის გარეშე ჰარი ამდენს ნამდვილად ვერ მოახერხებდა!
5. აღარავითარი დაბნეულობა და სპოილერები
თქვენ აღარ მოგიწევთ დასვათ ისეთი სულელური კითხვები, როგორიცაა: “ვოლდემორი ვინ არის?” ან ” ავადა კედავ… რა?”
დიახ, თქვენ უკვე სრულფასოვნად შეძლებთ ჩაერთოთ თქვენო პოტერჰედი მეგობრების საუბარში!
6. მეტი ნიუანსი
მაყურებელთა უმრავლესობას პოტერის სამყაროსთან პირველი შეხება ძალიან პატარა ასაკში ჰქონდა და, სწორედ ამის გამო, ძალიან ბევრი ნიუანსი გამორჩათ. თქვენ ეს, რა თქმა უნდა, არ დაგემართებათ, რადგან უკვე საკმარისად მოზრდილი ხართ იმისათვის, რომ წიგნებსა და ფილმებში ჩადებული მინიშნებები სწორად გაშიფროთ!
7. შესანიშნავი შესრულება
როდესაც ბავშვი ხარ, სათანადოდ ვერ აფასებ მსახიობების შრომას. დიახ, ჰარი პოტერის ფილმებში თქვენ ნამდვილი ვარსკვლავთცვენა გელით: მეგი სმიტი, ალან რიკმანი, ემა ტომპსონი, რალფ ფაინსი… დაგვეთანხმებით, რომ ამ სახელებისა და გვარების შემდეგ ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია!