სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

17 აქამდე შეუმჩნეველი დეტალი “ჰარი პოტერის” ფილმებიდან

Cinemania ავტორი Cinemania
27 ნოემბერი, 2018
რუბრიკა პოტერომანები
0
17 აქამდე შეუმჩნეველი დეტალი “ჰარი პოტერის” ფილმებიდან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჰარი პოტერის სამყარო უსასრულოდ მრავალფეროვანია და ყველაზე თავგადაკლულ პოტერჰედსაც კი აოცებს ახალ-ახალი ჯადოსნური დეტალებით, თეორიებითა თუ ფაქტებით. მათ შესახებ ჩვენც ხშირად მოგითხრობთ, განვიხილავთ და ვიხსენებთ ყველაფერს, რასაც წიგნებში და ფილმებში აღმოვაჩენთ.

თუმცა აღმოჩენები ჯერ არ დასრულებულა (და იმედი გვაქვს, არც ამით დასრულდება). დღეს ჰარი პოტერის ეკრანიზაციებში აღმოჩენილ ჯადოსნურ დეტალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ძალიან ცოტას შეუმჩნევია და რომელთა ნახვაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, თუ რაოდენ დიდებულია ჩვენი ჯადოსნური სამყარო.

1. დიდ დარბაზში, რეივენქლოს სასადილო მაგიდაზე დაკვირვებული თვალი შეამჩნევს საუზმის ბურბუშელას ყუთს წარწერით “Cheeri Owls” (“მხიარული ბუები”), რაც აშკარად Cheerios-ის ჯადოსნური ვარიანტია.

2. ფილმის ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა დასაწყისში სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც რეპტილიების სახლში ექსკურსიაზე არიან, მწვანე უნიფორმები აცვიათ. ეს, სავარაუდოდ, მინიშნებაა სლიზერინის სიმბოლიკაზე და ფერებზე.

3. როცა დამბლდორი 11 წლის ტომ რიდლის ბავშვთა სახლში მიაკითხავს (ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი), ტომს ფანჯრის რაფაზე შვიდი ქვა უწყვია. ეს ვოლდემორის შვიდ ჰორკრუქსს მოასწავებს.

4. საერთოდ, ჰარი პოტერის სერიაში 7 საკრალური ციფრია. ის ბევრ ასპექტში გვხვდება. ერთ-ერთია ჰარის ქვიდიჩის ნომერი ნახევარპრინცში.

5. შვიდი სკივრისგან შედგება მრისხანეთვალა მუდის იდუმალი ზანდუკიც, რომელშიც ბარტი კრაუჩ უმცროსს მისივე მფლობელი პროფესორი მუდი ჰყავს დატყვევებული (ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი).

6. ტომ რიდლის ოთახში (ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი) შეგვიძლია თვალი მოვკრათ იმ გამოქვაბულის ფოტოს, რომელსაც შემდგომ ის თავის ერთ-ერთ ჰორკრუქსს გადადამალავს.

7. სიკვდილის საჩუქრების II ნაწილში ლუციუს მალფოის კისერზე ამოსვირინგებული ციფრები აზკაბანის პატიმრის ნომერია.

9. ონავრების რუკა ჰოგვორტსში მყოფ ყველა ადამიანის სახელს და ადგილმდებარეობას აჩვენებს. ფილმში ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე ამ რუკაზე ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მაგიზოოლოგის, ნიუტ სკამანდერის სახელს ვხედავთ.

10. საიდუმლო ოთახში დამბლდორის კაბინეტში შესასვლელი პაროლია “შერბეთ ლემონი”. ჰარი პოტერსა და ნახევარპრინცში ამ დასახელების კანფეტი დამბლდორის მაგიდაზე შეგვიძლია დავინახოთ.

11. ჰარი პოტერის პირველ ფილმში გრიფინდორის ქვიდიჩის გუნდის ჩემპიონთა დაფაზე ჰარის მამის, ჯეიმს პოტერის სახელი ჩანს, გვერდით კი, დიდი ალბათობით, მინერვა მაკგონაგელის.

12. საიდუმლო ოთახში დაკვირვებული თვალი გილდეროი ლოკჰარტის კაბინეტის მაგიდაზე ოქროსფერი თმის პარიკს შენიშნავს.

13. აზკაბანის ტყვეში ერთ-ერთი ჯადოქარი, რომელიც “გახვრეტილ კარდალაში” საუზმობს, სტივენ ჰოკინგის “დროის მოკლე ისტორიას” კითხულობს. ამ ექსცენტრიკული ჯადოქრის როლს ჯგუფ The Stone Roses-ის ვოკალისტი იან ბრაუნი ასრულებს.

14. ფილოსოფიურ ქვაში, როცა ჰაგრიდს ჰარი პირველად მიჰყავს მრუდე ქუჩაზე, “გახვრეტილი კარდალას” მანიშნებელი ნახატი აბრაზე მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება, რაც ჯადოქრები უახლოვდებიან. მაგლებისთვის აბრა ცარიელია.

15. სიკვდილის საჩუქრები 2-ში, როცა გმირები “მიშველე ოთახში” შედიან, პირველ ფილმიდან ნაცნობ მოძრავი ჭადრაკის უზარმაზარ ფიგურებს აღმოაჩენთ.

16. საიდუმლო ოთახში ერთ-ერთ გაკვეთილზე ჰერმიონს მერხზე ქამელეონი უზის. ეს მინიშნებაა იმაზე, რომ მეგობრები მრავალწვნიანი სასმლის დამზადებას და შემდეგ სლიზერინელებად გადაქცევას აპირებენ.

17. ფილოსოფიურ ქვაში დერსლების სამეზობლოს ყოველ ეზოში ერთი და იგივე მარკის მანქანა დგას. ამით ფილმის შემქმნელებს უნდათ გვიჩვენონ, რომ დერსლებიც, თავიანთი მეზობლებივით, სრულიად ნორმალური ხალხია და არაფრით გამოირჩევიან.

გახვრეტილი კარდალადეტალებიმინერვა მაკგონაგელიპოტერომანებისლიზერინიტომ რიდლიწვრილმანებიჰარი პოტერიჰარი პოტერი და ნახევარპრინციჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახიჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრებიჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენიჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვაჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი
Previous Post

რას ველით დისნეის სამყაროსგან 2019 წელს

Next Post

გილერმო დელ ტორო განუხორციელებელი ფილმების სიას აქვეყნებს

Next Post
გილერმო დელ ტორო განუხორციელებელი ფილმების სიას აქვეყნებს

გილერმო დელ ტორო განუხორციელებელი ფილმების სიას აქვეყნებს

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020