სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ჰარი პოტერმა გვასწავლა

Cinemania ავტორი Cinemania
16 ივლისი, 2019
რუბრიკა პოტერომანები
0
10 მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ჰარი პოტერმა გვასწავლა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როულინგის ჯადოსნობებზე გადაღებული პირველი ფილმის გამოსვლიდან 18 წელი გავიდა, თუმცა სასწაულები დღემდე გრძელდება. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ თითოეულ ჩვენგანს ამ გზით კიდევ ერთხელ სურს მოგზაურობა იმ სამყაროში, სადაც ოდესღაც ჰარის და მის ერთგულ მეგობრებს შეხვდა და მათგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა:

1. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ

“დამბლდორი ამბობს, რომ ადამიანებს ურჩევნიათ აპატიონ სხვებს შეცდომები, ვიდრე აღიარონ, რომ ისინი მართლები იყვნენ.” – ჰერმიონ გრეინჯერი, ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი

ჰარი პოტერის სერიებში კონფლიქტა უმრავლესობა ეგოიზმისა და სიხარბის გამო ხდება. ერთადერთი გზა ამ პრობლემების დასაძლევად კი საკუთარი შეცდომების აღიარებაა. ეს შესანიშნავი ნაწარმოები ხშირად გვახსენებს, რომ პირველ რიგში, სანამ თითს სხვისკენ გავიშვერთ, ჩვენი დანაშაული უნდა გავიაზროთ.

2. დანაკარგის მიუხედავად ცხოვრება გრძელდება

“ყველაფერი, რასაც ვკარგავთ, პოულობს გზას ჩვენთან დასაბრუნებლად – თუმცა, არა ყოველთვის ისე, როგორც ამას ჩვენ ველით!” – ლუნა ლავგუდი, ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდერი

ჰარი პოტერში ჩვენ ასევე ხშირად ვხვდებით მოულოდნელ დანაკარგს, თუმცა ვსწავლობთ, რომ ტრაგედიის შემდეგაც კი ცხოვრება გრძელდება და ეს ყოველივე პერსონაჟებს ძალიან საინტერესო გზით განავითარებს.

3. სიყვარული შეუცვლელია

მკვდრები ნუ შეგეცოდება, ჰარი. გებრალებოდეს ცოცხლები და ისინი, ვინც ცხოვრება სიყვარულის გარეშე გაატარა!” – პროფესორი დამბლდორი, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები

სიყვარული მაგიასთან გათანაბრებული გრძნობაა, რომელსაც განსაკუთრებული ძალები გააჩნია. ჰარი პოტერი კი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ყოველ სიტუაციაში სიყვარული შეუცვლელი და საუკეთესო გამოსავალია.

4. შიშის დამარცხება შესაძლებელია

“სახელის შიში კიდევ უფრო ზრდის შიშს ამ არსების მიმართ!” – ალბუს დამბლდორი, ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი

ჰარი პოტერში ჩვენ ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაღაცის დაიგნორება საუკეთესო გზაა პრობლემების ასაცილებლად. ხშირ შემთხვევაში კი ეს ყოველივე კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე საკუთარი შიშების პირისპირ დგომა.

5. სიკვდილი გარდაუვალია

“ჭკვიანი ადამიანისათვის სიკვდილი მორიგი დიადი თავგადასავალია!” – დამბლდორი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა 

კიდევ ერთი თემა, რომელსაც ჰარი პოტერში ხშირად ვხვდებით, სიკვდილია. სერიების მანძილზე მაყურებელი მთავარ გმირებთან ერთად აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში ადამიანს სიცოცხლით ტკბობის უნარს ართმევს.

6. გამბედაობას მრავალი სახე აქვს

“მტერთან ბრძოლა დიდი სიმამაცეა, თუმცა არანაკლებ გამბედაობას მოითხოვს მეგობრების წინააღმდეგ წასვლაც!” – დამბლდორი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა

როგორც წესი, სათავაგდასავლო ისტორიები, მოგვითხრობენ გმირებისა და მათი დაუძიებენელი მტრის ბრძოლაზე, თუმცა ჰარი პოტერში ჩვენ ხშირად ვხვდებით სხვა სახის დაპირისპირებებსაც. გავიხსენოთ, პატარა ნევილი, რომელმაც პირველი სერიის დასასრულს მეგობრების შეჩერება და ამ გზით მათი სიცოცხლის გადარჩენა სცადა.

7. ჩვენ შეგვიძლია არჩევანის გაკეთება

“სწორედ ჩვენი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ვართ და არა ჩვენი შესაძლებლობები!” – დამბლდორი, ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი

ჰარი სწორედ ის პერსონაჟია, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფება და ხშირად სპეკულაციის მსხვერპლიც ხდება. ამის მიუხედავად, ის სწავლობს, რომ სწორედ საკუთარი არჩევანი განსაზღვრავს მის მომავალს და არა ის უნარ-ჩვევები, რაც დაბადებიდან დაჰყვა.

8. პატივისცემა ადამიანზე მეტყველებს

“თუ გინდა ადამიანის ნამდვილი სახე დაინახო, დააკვირდი როგორ ექცევა ის თავისზე სუსტებს და არა თავის თანასწორებს” – სირიუს ბლექი, ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი 

ჰარი პოტერის სამყაროში ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთისაგან სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ჰარი დაბადებიდან ცნობილი ჯადოქარია, ის არ განასხვავებს ადამიანებს მათი სოციალური თუ ნებისმიერი სხვა სტატუსით და შეუძლია ყველას მეგობარი გახდეს.

9. დასვით შეკითხვები

“თქვენი შეხედულებები სუფთა წყლის სისულელეა, დამბლდორ! დემენტორები აზკაბანში არიან და მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც ჩვენ ვუბრძანებთ!” – კორნელიუს ფაჯი, ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი

იმის გამო, რომ მაგიის მინისტრს საკუთარი შეცდომების აღიარება არ სურდა, ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა. ჰარი პოტერში ჩვენ ხშირად ვხვდებით სიტუაციას, როდესაც ავტორიტეტული ინსტიტუციები ბოროტებას ემსახურებიან, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს რეალურ ცხოვრებაშიც ჩვეულებრივი ამბავია და ყოველვის საჭიროებს კითხვების დასმას.

10. უაზროდ გატარებული ცხოვრება სიკვდილზე უარესია

“შენი მთავარი სისუსტე ყოველთვის ის იყო, რომ ვერასდროს ხვდებოდი – ამ ქვეყნად სიკვდილზე გაცილებით უარესი რაღაცები არსებობს!” – ალბუს დამბლდორი, ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი

ძლევამოსილი და საზარელი ჯადოქარი ვოლდემორი დამბლდორმა სიკვდილის შიშით შეპყრობილ, საცოდავ ადამიანად დაგვანახა, რომელმაც მთელი ცხოვრება უსიყვარულოდ, შიშსა და ტანჯვაში გაატარა.

ალბუს დამბლდორისირიუს ბლექიჯოან როულინგიჰარი პოტერიჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეჰარი პოტერი და ნახევარპრინციჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახიჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრებიჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენიჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვაჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასიჰერმიონ გრეინჯერი
Previous Post

ლიზა ედელშტეინი: "ჩემს ყველა პერსონაჟს ძალიან კარგად ვიცნობ"

Next Post

რობერტ პატინსონის ახალი რჩეული

Next Post
რობერტ პატინსონის ახალი რჩეული

რობერტ პატინსონის ახალი რჩეული

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020