სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“მარველის” სამყაროს ქრონოლოგიური ისტორია (ფოტოები)

Cinemania ავტორი Cinemania
20 მაისი, 2019
რუბრიკა კლუბი, კომიქსები
0
“მარველის” სამყაროს ქრონოლოგიური ისტორია (ფოტოები)
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

8 წლის წინ, ანუ მას შემდეგ, რაც ნიკ ფიური ტონი სტარკის სასახლეში გამოჩნდა, Marvel-ის Cinematic Universe-მა მთლიანად მოიცვა თანამედროვე პოპოკულტურა და მისი გმირების მონაწილეობით 17 ფილმი და ხუთი ტელესერიალი გამოვიდა. სანამ მარველის ფანები “დოქტორ სტრეინჯის” გამოსვლამდე წუთებს ითვლიან, გთავაზობთ მარველის კინოსამყაროს ისტორიას ქრონოლოგიურად – საწყისებიდან ბოლო მოვლენებამდე.

დიდი აფეთქების დროს სამყაროს შექმნისას ექვსი უძლეველი უსასრულობის ქვაც შეიქმნა: კოსმოსი, გონება, რეალობა, ძალა, სული და დრო.

ოდესღაც ციური არსება, სახელად ეგო გაჩნდა. ათასწლეულების განმავლობაში მან ისწავლა მატერიის კონტროლი და შექმნა პლანეტა, შემდეგ საკუთარი, ადამიანის მსგავსი ვერსია, რათა სიცოცხლის ძებნაში სამყარო გამოეკვლია.

კაცობრიობის გარიჟრაჟზე უცხოპლანეტელთა რესა, სახელად კრეე დედამიწაზე გამოჩნდა და ცალკეული ადამიანების გენი გააუმჯობესა, რის შედეგადაც მათ განსაკუთრებული ძალები შეიძინეს. ამ განსაკუთრებულ ადამიანებს ზეადამიანები ეწოდებათ.

უძლიერესმა ზეადამიანმა, ალვეუსმა დაამარცხა კრეეს საზოგადოება და განდევნა დედამიწიდან. ცოტა ხანში ალვეუსი ძალაუფლებამ გააგიჟა, რის გამოც მისმა შთამომავალმა ზეადამიანებმა ის პლანტიდან განდევნეს.

ზეადამიანების მცირე რაოდენობამ ალვეუსი გააღმერთა ღვთაებაში, სახელად ჰაივი, რომელსაც, იმედოვნებენ, რომ დედამიწაზე დააბრუნებენ და კვლავ ის იქნება პლანეტის მმართველი. ჰაივის კულტის მიმდევრებს იცნობენ სახელით – HYDRA.

ამავე დროს, ეგო აღმოაჩენს სიცოცხლეს, თუმცა მისით იმედგაცრუებულია. იგი იწყებს საკუთარი თესლის გავრცელებას სამყაროს მასშტაბით, სხვადასხვა პლანეტებზე, და ადგილობრივი სახეობებისგან ჰყავს შვილები. მას იმედი აქვს, რომ შეეძინება შვილი, რომელიც თავის ძალაუფლებას მას დაახმარს.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 965 წ.: ოდინი, ასგარდის მბრძანებელი, იოტუნჰაიმის ყინულის გოლიათებს დედამიწის დაპყრობაში უშლის ხელს. შეტაკების შემდეგ იშვილებს ყინულის გოლიათების პრინც ლოკის.

1934: HYDRA-ს წევრი იოჰან შმიდტი ნაცისტების უმაღლეს სარდლობას არწმუნებს, HYDRA-ს ნება დართოს, მესამე რაიხისთვის საჭიერო იარაღების კვლევა-განვითარებაზე იმუშაოს. შმიდტივე იჭერს მეცნიერ აბრაამ ერსკინს და აიძულებს, განაგრძოს მუშაობა ნაცისტი სუპერჯარისკაცის მისაღებად საჭირო შრატზე.

1940: შმიტი ერსკინის შრატს თვითონვე გაიკეთებს, რაც მას აძლიერებს, თუმცა უფორმო ვილან – წითელ თავისქალად (Red Skull) გარდაქმნის. ერსკინს ბედი გაუღიმებს – მას ბრიტანელი საიდუმლო აგენტი პეგი კარტერი გადაარჩენს და სამუშაოს გაგრძელებას ამერიკაში, ჰოვარდ სტარკთან შესთავაზებს. ეს უკანასკნელი სტარკების სახელგანთქმული ინდუსტრიის დამაარსებელია.

1943: ერსკინი თავის პროექტში სტივ როჯერსს რთავს და თავის შრატს უკეთებს. ექსპერიმენტი წარმატებულია და როჯერსი კაპიტან ამერიკად გარდაიქმნება. ეს მანამდე მოხდება, სანამ პროფესორს HYDRA-ს აგენტი მოკლავს. კაპიტანი ამერიკა II მსოფლიო ომის მთავარი ფიგურა ხდება, ის HYDRA-ს ლაბორატორიისგან იხსნის თავის მეგობარ ბაკი ბარნსს და რამდენიმე ამერიკელ ჯარისკაცს.

1945: კაპიტანი ამერიკა და მისი გუნდი HYDRA-ს მეცნიერის, ამრინ ზოლას შეპყრობას ახერხებს, მაგრამ ამ ოპერაციისას ბაკი ბარნსს კლავენ. ორი თვის შემდეგ კაპიტანი ამერიკა წითელი თავისქალის გეგმებს შეიტყობს – მას სურს, ამერიკა დაბომბოს თავისი ბომბდამშენი თვითმფრინავის გრენლანდიაზე შეჯახებით, სადაც ის 66 წლის განმავლობაში იყო გაყინული. ჰოვარდ სტარკი კი აღმოაჩენს ობიექტს, რომელიც წითელი თავისქალის გეგმების ქვაკუთხედი იყო. ეს ობიექტი, სახელად ტესერაქტი, უსასრულობის ექვსი ქვიდან ერთ-ერთია.

1948: რამდენიმეწლიანი განცალკევებული მუშაობის შემდეგ აგენი კარტერი ჰოვარდ სტარკისგან იღებს შეთავაზებას, დაეხმაროს მას Strategic Homeland Intervention, Enforcement and Logistics Division-ის ანუ SHIELD-ის შექმნაში.

1949: ამრინ ზოლა ციხიდან გამოდის, ერთი შეხედვით სრულიად შეცვლილი, და SHIELD-ს უერთდება. ამავე დროს, ის ამუშავებს HYDRA-ს აღდგენის გეგმას. ამ გეგმის ნაწილია ბაკი ბარნსის სხეულის აღმოჩენა და მისი სუპერიარაღად ანუ ზამთრის ჯარისკაცად გარდაქმნა.

1960s: ზამთრის ჯარისკაცი HYDRA-ს რამდენიმე სერიოზულ საქმეში, მათ შორის ჯონ ფ. კენედის მკვლელობაში მონაწილეობს.

1980: ეგო აღწევს დედამიწას და აქ მერედით ქუილი შეუყვარდება. მათ შვილი ეყოლებათ. ეგო მერედითს ტოვებს, თუმცა ორჯერ დაბრუნდება მის მოსანახულებლად.

1984: SHIELD-ის მეცნიერი ჰენკ პიმი გამოიგონებს კოსტიუმს, რომელიც მწერის ზომამდე ამცირებს, ელექტრომაგნიტური კომუნიკაციის მოწყობილობით კი მას ჭიანჭველების კონტროლი შეუძლია. ის ცნობილი ხდება სახელით ანთმენი (ჭიანჭველკაცა), მისი ცოლი ჯანეტი კი ვესპი (კრაზანა) ხდება. ორივე SHIELD-ის საიდუმლო ოპერაციებს აწარმოებს HYDRA-ს წინააღმდეგ.

1987: ვესპი საბჭთა ბალისტიკურ რაკეტას გააუვნებელყოფს – ის იმდენად მცირდება ზომაში, რომ რაკეტაში ძვრება. მაგრამ გაუვნებელყოფისას იგი იღუპება, სუბატომურ ზონამდე შემცირებული სხეულის ნორმალურ ზომაში აღდგენა კი შეუძლებელია. ჰენკი მოგვიანებით SHIELD-ს ტოვებს, რადგან იგებს, რომ ორგანიზაცია მისი ტექნოლოგიის რეპლიკაციას ცდილობს.

1988: დედამისის სიკვდილის შემდეგ პიტერ ქუილს (რომელიც მოგვიანებით სტარ-ლორდის სახელით გახდება ცნობილი) დედამიწიდან იტაცებენ. ის ეგოს მიერ დაქირავებული რევენჯერების ხელშია, რომლებსაც გალაქტიკაში გაფანტული მისი შვილების მოძებნა ევალებათ.

1991: HYDRA-ს კონტროლის ქვეშ ზამთრის ჯარისკაცი ჰოვარდ სტარკსა და მის ცოლს კლავს და ისე მოაწყობს, რომ მათი სიკვდილი ავტოკატასტროფას ჰგავდეს. ჰოვარდის ვაჟი ტონი სტარკი ხდება სტარკების ინდუსტრიის მმართველი.

1993: ბიჭი, სახელად მეთ მერდოკი უფროს მამაკაცს სატვირთოს შეჯახებისგან გადაარჩენს, მაგრამ სატვირთო იმტვრევა და მერდოკს თვალებში სახიფათო ქიმიკატები შეესხმება. მჟავა ბიჭს აბრმავებს, მაგრამ დანარჩენი გრძნობები წარმოუდგენლად უძლიერდება და ზეადამიანურ უნარებს იძენს. რამდენიმე თვის შემდეგ მერდოკის მამას კლავენ, იმ მიზეზით, რომ მაფიისთვის ბრძოლაზე უარი თქვა.

1998: ნატაშა რომანოვი, კოდური სახელით “შავი ქვრივი” SHIELD-ის მთავარი სამიზნე ხდება. აგენტ კლინტ ბარტონს, იგივე “ქორის თვალს” “შავი ქვრივის” მოსაკლავად გზავნიან, თუმცა ამის ნაცვლად ბარტონი ქვრივს SHIELD-თან მოქმედებას სთავაზობს, ქალი თანხმდება.

1999: ავტოავარიას, რომელმაც მთელი ოჯახი შეიწირა, მხოლოდ ჯესიკა ჯონსი გადაურჩა, გარდა ამისა, ამ ავარაში მან სუპერძალები შეიძინა. მათ მანქანას სწორედ ის ქიმიკატები გადაესხა, რომლებმაც მეთ მერდოკი დააბრმავა.

2001: რენდების ოჯახი მოულოდნელ ავიაკატასტროფაში იღუპება, მაგრამ მათი ვაჟი, 9 წლის დენი რენდი გადარჩება და კ’უნ-ლუნში – მისტიკურ ინტერგანზომილების ქალაქში ამოყოფს თავს, რომელიც დედამიწაზე, ჰიმალაებში ჩნდება ყოველ 15 წელიწადში ერთხელ.

2005: დოქტორი ბრიუს ბანერი აბრაჰამ ერსკინის სახელმწიფო – სუპერჯარისკაცის ფორმულის პროექტს უერთდება. საკუთარ თავზე ექსპერიმენტირებისას გამა რადიაცია მას შემთხვევით ჰალკად გადააქცევს. ბანერი გარბის, გამოსავალი ან წამალი რომ იპოვოს საკუთარი თავისთვის.

2009: SHIELD-ის აგენტი ფილ კოლსონი პროექტ TAHITI-ის ხელმძღვანელობს, რომელიც სასიკვდილოდ დაშავებული ადამიანების ხსნაზეა სპეციალიზებული. კოლსონი აღნიშნულ პროექტს შურისმაძიებლების პროექტად ავითარებს.

2010: ტონი სტარკს ავღანეთში ჭრიან და ატყვევებენ. ახალგაზრდა ასისტენტი, იენსინი, ქმნის მოწყობილობას, რომელიც სარკის გულისცემას ინარჩუნებს. სტარკი გადარჩება და რკინის კაცი ხდება. დაბრუნების შემდეგ ის დაამარცხებს მამამისის ბიზნესპარტნიორ ობადია სტეინს, რომელმაც მისი დატყვევების ბრძანება გასცა. ამის შემდეგ სტარკი საზოგადოებას რკინის კაცად წარუდგება და SHIELD-ის დირექტორ ნიკ ფიურისგან შეთავაზებას იღებს, ევენჯერების ჯგუფს შეუერთდეს.

2011: ტონი სტარკი რკინის კაცის სახელით მსოფლიო ვარსკვლავი ხდება, თუმცა აღმოაჩენს, რომ მის რკალურ რეაქტორში მოთავსებული ელემენტი, რომელიც მის გულს ამუშავებს, თანდათანობით კლავს მას. სტარკი ცდილობს, რამენაირად გამოასწოროს ეს სიტუაცია და მეგობარი, ჯეიმს როდესიც ეხმარება მას. ამ დროს როდესს სტარკის პროტოტიპი კოსტიუმი აცვია. სწორედ ის იგონებს ახალ კოსტიუმს, სახელად “ომის მანქანა”.

29 მაისი-4 ივნისი, 2011: მოვლენები, მეტსახელად “ნიკ ფიურის მძიმე კვირა” მარველის კინოსამყაროს მომდევნო განვითარების საწყისი გახდა. შეიქმნა ევენჯერები. მთელი გარდამტეხი მოვლენები “რკინის კაცი 2-იდან”, “თორიდან”, “წარმოუდგენელი ჰალკიდან” – ამ კვირაში განვითარდა. მათ შორის, ესენიც…

მიოლნირი, ასგარდიდან ოდინის მიერ გამოძევებულ თორთან ერთად, დედამიწაზეა. SHIELD იგებს თორის ადგილსამყოფელს და ავალებს სელვიგს, იკვლიოს ტესერაქტი, უმთავრესი ქვაკუთხედი, რომელიც ჰოვარდ სტარკის სიკვდილის შემდეგ მათ ეკუთნოდა.

შავი ქვრივისა და საომარი მანქანის დახმარებით რკინის კაცი ამარცხებს ივან ვანკოს – ჰოვარდ სტარკის ყოფილი ბიზნესპარტნიორის შვილს.

2012 წლის აპრილი: აღმოაჩენენ ყინულში გაშეშებულ კაპიტან ამერიკას, რომელსაც ერსიკინის შრატი ცოცხლად ინარჩუნებს. მას SHIELD აღვიძებს 66-წლიანი ძილისგან.

2012 წლის მაისი: რამდენიმე კვირის შემდეგ ლოკი ნიუ-იორკს უტევს, რათა ტესერაქტი მოიპოვოს და დედამიწაზე ძალაუფლება დაამყაროს. საპასუხოდ, ნიკ ფიური მოუწოდებს ევენჯერებს და სუპერგმირები საჯაროდ პირველად ჩნდებიან ერთად. ისინი ლოკს ამარცხებენ და ასგარდის ჯურღმულებში აგდებენ.

ედრიან ტუმსი უცხოპლანეტურ ტექნოლოგიას იყენებს არალეგალური იარაღების შესაქმნელად და მათ შავ ბაზარზე გასაყიდად.

აგენტი კოლსონს ნიკ ფიური პროექტ TAHITI-ის ხელმძღვანელად ნიშნავს. შემდეგ კი ეს უკანასკნელი SHIELD-ის საკუთარი ფრთის უფროსი ხდება.

2012 წლის დეკემბერი: ტრავმირებული ტონი სტარკი ამარცხებს ალდრიჩ კილიანს – მეცნიერს, რომელმაც დაგეგმა ისეთი ვირუსის შექმნა, რომელიც მოკლავდა ამერიკის პრეზიდენტს და მარიონეტი მმართველით ჩაანაცვლებდა, ის კი თავის მხრივ ტერორსა და ომს დაიწყებდა.

2013 წლის აგვისტო: სანამ Hell’s Kitchen ლოკის შეტევის შემდეგ აღდგენას ცდილობს, მეთ მერდოკი თავის კოლუმბიის იურიდიული სასწავლებლის მეგობართან, ფოგი ნელსონთან ერთად კერძო იურიდიულ ფირმას ხსნის. ამ დროს ჯესიკა ჯონსს თავისი მეგობარი ტრიში არწმუნებს, ავტოავარიისას შეძენილი სუპერ შესაძლებლობები გამოიყენოს.

საუბედუროდ, ჯესიკა ჯონსი კავშირს გააბამს კილგრეივთან, რომელსაც ხიბლავს ქალის სუპერძალები, და გადაწყვეტს, პერსონალურ მსახურად აქციოს იგი. კილგრეივი საკუთარ ძალებს იყენებს და რამდენიმე თვის განმავლობაში აიძულებს ჯონსს, ძალადობრივ აქტებში მიიღოს მონაწილეობა და ჰქონდეს მასთან სექსი.

2013 ნოემბერი: ლოკის ჯურღმულებიდან გათავისუფლების შემდეგ თორი და მისი თანამებრძოლები დედამიწის ბნელი ელფებისგან დაცვას ცდილობენ. ბნელი ელფები ეთერს – უსასრულობის ქვებისგან ერთ-ერთს აკონტროლებენ. შეტევისას ლოკი საკუთარ სიკვდილს გაითამაშებს და ოდინად ასაღებს თავს, რის შედეგადაც ასგარდის ტახტს ეუფლება.

2014 წლის იანვარი: კილგრეივის გავლენით ჯესიკა ჯონსი კლავს სიგეიტის ციხის ფსიქოლოგ რევა კონორსს. ამის შემდეგ ჯონსს საშუალება აქვს, თავი დააღწიოს კილგრეივის კონტროლს. ამასობაში კილგრეივს ავტობუსი ეჯახება. კილგრეივი გადარჩება, თუმცა არ ამჟღავნებს, რათა ჯონსმა იფიქროს, რომ იგი ავარიაში დაიღუპა.

2014 წლის აპრილი: ნიკ ფიურის, შავი ქვრივისა და მათი ახალი მეგობრის, სემ “ფალკონ” უილსონის დახმარებით კაპიტანი ამერიკა არმინ ზოლას მიერ SHIELD-ის გასანადგურებლად დასახულ გეგმას გამოამჟღავნებს. კაპიტანი ამავე დროს შეებრძოლება ზამთრის ჯარისკაცს და აღმოაჩენს, რომ ის მისი ძველი მეგობარი ბაკი ბარნსია. კაპის დახმარებით,  ბარნსი მეხსიერებას აღიდგენს.

ამასობაში აგენტი კოლსონი SHIELD-ის გუნთან ერთად ინტერესდება HYDRA-ს აღზევებით, ამასთანავე, აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი, გრანტ უარდი, კოლსონის გუნდში გაწევრიანებამდე HYDRA-სთვის მუშაობდა. კოლსონს SHIELD-ის დირექტორად ასახელებენ.

ამავე წელს პიტერ ქუილი – ამჯერად ცნობილი, როგორც სტარ-ლორდი – დრაქსთან, გამორასთან, გრუტთან და რაკეტა-ენოტთან ერთად აყალიბებს გალაქტიკის მცველთა გუნდს. ისინი ერთობლივი ძალებით აჩერებენ ზილოტ რონანს და მოიპოვებენ ერთ-ერთ უსასრულობის ქვას, რომელსაც ნოვა კორპსის ზედამხედველობის ქვეშ ტოვებენ.

რამდენიმე თვის შემდეგ ეგო პოულობს პიტერ ქუილს და მცველებს, რომელთაც შეიტყვეს პიტერ ქუილის შესაძლებლობაზე – დაიჭიროს უსასრულობის ქვა და დარჩეს ცოცხალი. ეგო აუხსნის ქუილს, რომ ის მისი შვილია და მასში ციური ნაწილი ცხოვრობს. ეგო ურჩევს ქუილს, გამოაღვიძოს თავისი ფესვები და დაიპყროს გალაქტიკა, მაგრამ მცველები მას ამარცხებენ.

2015 წლის იანვარი: მეთ მერდოკი გადაწყვეტს, თავისი ძალები გამოიყენოს და Hell’s Kitchen-ის ვიგილანტი გახდეს, სახელად დეარდევილი. იმავე პერიოდში ჯესიკა ჯონსი კერძო გამომძიებლის კარიერას იწყებს. კილგრეივის კონტროლისგან გათავისუფლების შემდეგ ის ტრავმის გამო ალკოჰოლს ეტანება.

2015 წლის თებერვალი: დეარდევილი უპირისპირდება კრიმინალური სამყაროს ბოსს – უილსონ ფისკს. კონფლიქტის გამო დეარდევილი ქვეყნის მთავარი თემა ხდება.

2015 წლის მარტი: ჯესიკა ჯონსი ლუკ ქეიჯს ხვდება და ერთი ღამის სექსი აქვს მასთან, თუმცა მისი ტყვიაგაუმტარი კანით დაადგენს, რომ ლუკი რევა კონორსის ქმარია. ასევე აღმოაჩენს, რომ კილგრეივი ცოცხალია და ამჯერად მანიპულირებს ქალით, რომელსაც მშობლების დახოცვით ემუქრება. ჯესიკა იფიცებს, რომ იპოვის კილგრეივს და მოკლავს.

2015 წლის აპრილი: ამერიკელი მეზღვაური ფრენკ ქესლი ოჯახთან ერთად სენტრალ პარკში სეირნობს, როცა ორ ბანდას შორის ატეხილ სროლაში ხვდება. მისი ცოლი და ქალიშვილები იღუპებიან, ქესლი კი კრიტიკულ მდგომარეობაში გადაჰყავთ ჰოსპიტალში.

იმავე თვეს ჯესიკა ჯონსი იჭერს კილგრეივს და კლავს, თუმცა მანამდე მას ლუკ ქეიჯი აიძულებს თქვას, რომ მან მისი ცოლი მოკლა. მათ შორის დაპირისპირებისას ქეიჯი სიკვდილამდე მიდის და მედდა კლერ ტემპლი გადაარჩენს. ქეიჯი ტოვებს Hell’s Kitchen-ს და ჰარლემში მიდის.

2015 წლის მაისი: ევენჯერები HYDRA-ს წინააღმდეგ ძალებს იკრებენ, მთავარ ლაბორატორიაში ცდებს ატარებენ და ლოკის ამულეტს შიფრავენ, რომელიც უსასრულობის ქვისგან შედგება. ისინი იძულებულნი არიან შეერკინონ ალტრონს – მშვიდობის დამცველ სისტემას, რომელიც ტონი სტარკისა და ბრიუს ბანერის შექმნილია. ისინი ქალაქ სოკოვიაში ამარცხებენ ალტრონს, რის დროსაც ბევრი ადამიანი იღუპება.

ბრძოლის შემდეგ ევენჯერები ორ ახალ წევრს იძენენ: ვანდა მაქსიმოვი, იგივე “ალისფერი კუდიანი” – წარმოუდგენელი შესაძლებლობების ტელეპათი, და ვიზიონს – ანდროიდს, რომელმაც რკინის კაცის ძველი კომპიუტერული ინტერფეისი JARVIS აღადგინა, ასევე დაუბრუნა თორს ასგარდული ჯადოქრობა და გაშიფრა გონების ქვა, რომელიც ლოკის ამულეტში იყო. ჰალკი გაურკვეველი მიმართულებით იკარგება.

2015 წლის ივლისი: სკოტ ლანგი ქმნის ანთმენის კოსტიუმის ასლს, სახელად იელოუჯექეთს და HYDRA-ს მიჰყიდის.

2015 წლის ნოემბერი: ცენტრალურ პარკში ოჯახის დაღუპვით გაცეცხლებული ფრენკ ქესლი ნიუ-იორკში კრიმინალების ხოცვას იწყებს და “დამსჯელის” მეტსახელით ხდება ცნობილი.

2015 წლის დეკემბერი: ქესლს იჭერენ და მოკვლას უპირებენ. ის ციხიდან გარბის. ბლექსმითი, ნიუ-იორკის ჰეროინის მაგნატი, ქესლის სახელს ეფარება საკუთარი პიროვნების დასამალად. ქესლი თავის მხრივ გამოარკვევს, რომ ბლექსმითი სინამდვილეში პოლკოვნიკი შუნოვერია – მისი ყოფილი უფროსი. ქესლი მას კარენ ფეიჯის გადარჩენისას კლავს.

ლუკ ქეიჯი, თავის ტყვიაგამძლე კანითა და ჰუდით, ჰარლემში ძალებს იკრებს.

2016 წლის იანვარი: HYDRA-ს ნარჩენები ღვთაება ჰაივს დედამიწაზე აბრუნებენ. ის ზეადამიანების არმიას კრებს დედამიწის დასაპყრობად. აგენტი კოლსონი და SHIELD მას ჯაბნიან.

დეარდევილს, ჯესიკა ჯონსს, ლუკ ქეიჯს და რკინის მუშტს დენი რენდი უერთდება. ისინი ერთობლივად ცდილობენ შეაჩერონ ნიუ-იორკის მძარცველი ორგანიზაცია.

2016 წლის ივნისი: ევენჯერებს შორის განხეთქილება ჩნდება, კერძოდ კაპიტან ამერიკასა და რკინის კაცს შორის.

დაბომბვისას, რომელიც ბაკი ბარნსმა განახორციელა, ვაკანდას პრეზიდენტი დაიღუპა. მისი ვაჟი, ტ’ჩალა, იგივე შავი პანტერა, ზამთრის ჯარისკაცზე ნადირობას იწყებს, კაპიტანი ამერიკა კი ბარნსის დაცვას ცდილობს.

სტარკი აღმოაჩენს, რომ ევენჯერებს ჰელმუტ ზემო მართავს, რომელსაც მათზე შურისძიება სურს სოკოვიაში დახოცილი ოჯახის წევრების გამო.

მსოფლიოს ახალი სუპერგმირი ევლინება – პიტერ პარკერი, თინეიჯერი ქვინსიდან, იგივე სპაიდერმენი, რომელიც ტონი სტარკის ყურადღებას იპყრობს.

დაახლ. ერთი წლის შემდეგ დოქტორ სტრეინჯი, ნიჭიერი ნეიროქირურგი, ავარიაში ხვდება და ხელების მთავარი ნერვი უზიანდება. ის ქირურგობას ვეღარ შეძლებს, მაგრამ მოულოდნელად გასაოცარ შესაძლებლობებს იძენს.

თვითგანკურნების გზაზე, სტრეინჯი ნეპალში მიემგზავრება და უძველეს შამანს ხვდება, რომელიც ჯადოსნობას შეასწავლის. ის დახელოვნებული ჯადოსანი ხდება.

ნიუ-იორკიდან განგსტერების განდევნის შემდეგ ფრენკ ქესლი ფარულად მოქმედებას განაგრძობს პიტ კასტილიონის სახელით. იგი უკავშირდება დევიდ ლიბერმანს, CIA-ს ტექნიკოსს, რომელსაც ჰაკერული ქსელი “მიკრო”, რომელიც აღმოაჩენს, რომ შუნივერი დიდი კონსპირაციის მონაწილე იყო.

2017: “ხელი” ნიუ-იორკში მოქმედებას განაგრძობს და ააქტიურებს Black Sky-ს, აღდგენილ ელექტრას.

თორი და ლოკი დედამიწაზე ოდინის მოსაძებნად ბრუნდებიან, მათ კი დოქტორ სტრეინჯი ეხმარება. ოდინი აღმოაჩენს, რომ მალე კვდება, ჰელა კი – ასგარდის სიკვდილის  ქალღმერთი – მისი სიკვდილის შემდეგ ტყვეობიდან თავისუფლდება და მომენტალურად ანადგურებს თორის უროს, მიოლნირს.

ასგარდში ჰელას ზეობის ხანა დგება.

თორი ხვდება, რომ ჰელას მარტო ვერ დაამარცხებს, ამიტომ მოკავშირეების ძებნას იწყებს.

ასგარდის გემი დედამიწაზე ეშვება, ის თანოსს ეკუთვნის. თორს და ასგარდელებს დაჭერა ემუქრებათ. ლოკიმ ამასობაში ასგარდიდან ტესერაქტის ქვა მოიპარა, რაც ნიშნავს, რომ თანოსს უსასრულობის ქვის მფლობელიც შეუძლია გახდეს.

 

 

HYDRAMarvel Cinematic UniverseRed SkullSHIELDTAHITIანთმენიასგარდიბრიუს ბანერიეგოევენჯერებიზამთრის ჯარისკაციზეადამიანებითორიისტორიაკრეელოკიმარველიოდინიპიტერ ქუილისპაიდერმენისტივ როჯერსიტონი სტარკიუსასრულობის ქვებიქორის თვალიქრონოლოგიაშავი ქვრივიჯესიკა ჯონსიჰაივიჰალკიჰელა
Previous Post

2018 წლის ოსკარის ცერემონია დათქმულ დროზე ადრე დაიწყება

Next Post

ოქროს გლობუსის ნომინაციაზე, საუკეთესო რეჟისორი, ვერც ერთი ქალი მოხვდა

Next Post
ოქროს გლობუსის ნომინაციაზე, საუკეთესო რეჟისორი, ვერც ერთი ქალი მოხვდა

ოქროს გლობუსის ნომინაციაზე, საუკეთესო რეჟისორი, ვერც ერთი ქალი მოხვდა

ახალი ამბები

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
4740

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
3800

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3765

ბოლოს დამატებული

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020