უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც მარველის კინოსამყარომ ფრთები გაშალა და ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა, თუმცა მის საზღვრებში ადამიანი-ობობა სულ ცოტა ხნის წინ, 2016 წელს გამოჩნდა. პიტერ პარკერი რკინის კაცის გუნდს მაშინ შეუერთდა, როდესაც შურისმაძიებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. პატარა ობობა ფილმში კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი გავიცანით. ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ ის სავალალო შედეგები რაც ადამიანი-ობობას მარველის კინოსამყაროში არარსებობას შეეძლო გამოეწვია, განსაკუთრებით უსასრულობის ომში მის უდიდეს როლს თუ გავითვალისწინებთ.
მარველის პირველმა ორმა ფაზამ პატარა ობობას გარეშე ჩაიარა. 90იანებში სტუდია მარველის ფინანსური პრობლემების გამო ადამიანი-ობობას პერსონაჟზე უფლებები კომპანია Sony-ს ეკუთვნოდა. თუმცა, მას შემდეგ რაც მარველმა კინობაზარზე ძალები მოიკრიბა, მან მოიპოვა უფლებები ამ სუპერგმირზე და ადამიანი-ობობას პირველმა სოლო ფილმმა, კომპანიას 880 მილიონი დოლარი მოუტანა.
ტომ ჰოლანდის მიერ განსახიერებული პიტერ პარკერი ორგანულად ჩაჯდა მარველის კინოსამყაროში და მესამე ფაზაც გაახალისა, შესძინა რა მას, ის სიმსუბუქე, იუმორი და ნათელი ფერები, რომელიც მარველს ახასიათებს.
სონისთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ რამდენჯერმე კინაღამ მარცხი განიცადა და ჩვენ წარმოდგენაც არ გვინდა, თუ როგორი იქნებოდა მერველის სამყარო ჩვენი და სტენ ლის საყვარელი გმირის გარეშე. თუმცა მაინც თუ გინდათ, რომ წარმოვიდგინოთ ეს სამყარო. აი რა მოხდებოდა:
სამოქალაქო ომს სულ სხვა ელფერი ექნებოდა და ენთმენს თავისი როლი დაეთმობოდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ადამიანი-ობობა მარველის კინოსამყაროში შემოიპარა ფილმით კაპიტანი ამერიკა:სამოქალაქო ომი, რომელშიც რკინის კაცის მხარეს იბრძდა. მომენტი, როდესაც ის კაპიტან ამერიკას ფარს წაართმევს ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი ეპიზოდია და წარმოიდგინეთ ის რომ არ ყოფილიყო რა მოხდებოდა?!
სცენარისტებმა გაუმხილეს ჟურნალისტებს, რომ Sony-სთან წარუმატებელი შეთანხმების შემთხვევაში ისინი სხვა გმირით ჩაანაცვლებდნენ პიტერ პარკერს და ეს გმირი ენთმენი იქნებოდა. თუმცა ენთ მენს ვიხილავდით კაპიტანი ამერიკის გუნდში და შესაბამისად შავ პანტერას (რომელიც რკინის კაცის მხარესაა) უფრო დიდი როლი მიენიჭებოდა…..
ასევე, სამოქალაქო ომი ბევრად უფრო მძიმედ ჩაივლიდა პატარა ობობას გარეშე, განსაკუთრებით მისი შუა ნაწილი, რომელიც პიტერ პარკერის იუმორითა და ახალგაზრდული აღფრთოვანების უნარით იყო გახალისებული.
ფილმის ადამიანი-ობობა: შინ დაბრუნება გარეშე ტონი სტარკს უსასრულობის ომამდე ვერ ვიხილავდით
მას მერე რაც ადამიანი-ობობა გამოჩნდა სამოქალაქო ომში, მარველმა მას სოლო ფილმიც აჩუქა: ადამიანი-ობობა: შინ დაბრუნება.
სწორედ აქ, მას მერე, რაც პარკერი დაეხმარა სტარკს სამოქალაქო ომში, რკინის კაცმა, ფაქტობრივად იშვილა ადამიანი-ობობა. რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდით მათ ურთიერთობას, მით უფრო გულისამაჩუყებელი და თან სასაცილოც იყო ის. ყოველივე ამან საფუძველი ჩაუყარა მოვლენებს, რომლებიც უსასრულობის ომში განვითარდა და შურისმაძიებლების მეოთხე ნაწილში ტრაგიკულად დასრულდა. ამდენი ემოცია ადამიანი-ობობისა და რკინის კაცის პატარა ოჯახის გარეშე ნამდვილად ვერ იქნებოდა. ადამიანი ობობაც იმის ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომ ტონი სტარკს გული ჰქონდა…
უსასრულობის ომს რაც შეეხება…
წარმოიდგინეთ უსასრულობის ომი ადამიანი-ობობას გარეშე… ვერ წარმოიდგინეთ? ჰოდა, ჩვენც ვერ წარმოგვიდგენია… ვინ ამოძვრებოდა სკოლის ავტობუსიდან და სულ ცოტახანში უცხოპლანეტელების ხომალდზე აღმოჩნდებოდა? არავინ! ვინ მოუშლიდა ნერვებს ტონი სტარკს? ვერავინ… ვინ გვატირა ორი საათი ფილმის ბოლოს?! პატარა ობობამ….ვისი გაუჩინარებდა მისცემდა ტონი სტარკს სტიმულს სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოლა? პიტერ პარკერის….
ტონი სტარკის სიკვდილი არასდროს იქნებოდა ასეთი გულისამაჩუყებელი
უკვე აღვნიშნეთ და გავიმეორებთ, რომ სწორედ “შვილის” დაკარგვამ მისცა ტონი სტარკს ძალა და სტიმული ებრძოლა საკუთარი თავის დაუზოგავად. სწორედ პიტერ პარკერმა გაუჩინა რკინის კაცს მამობრივი ვალდებულებები.
მიუხედავად იმისა, რომ რკინის კაცს საკუთარი ბიოლოგიური შვილი ჰყავდა და ამ სამყაროს გადარჩენა მხოლოდ მისთვისაც ღირდა, ტონი თავს დამნაშავედ თვლიდა, მან ხომ პატარა პარკერი დაკრგა…ადამიანი-ობობას გამოჩენა ბრძოლის ველზე და მათი შეხვედრა, მაყურებლისთვის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ეპიზოდად იქცა… ხოლო ტონი სტარკის დაღუპვის დროს, პიტერ პარკერის რეაქცია ყველაზე უემოციო არსებასაც კი შეძრავდა….
მეოთხე ფაზა ადამიანი-ობობას გარეშე
ტონი სტარკის გარდაცვალება მთელი მსოფლიოსთვის ტრაგიკულ მოვლენად იქცა. რკინის კაცი ვეღარ გადაარჩენს კაცობრიობას და ვინ დაიკავებს მის ადგილს? სინამდვილეში არავინ, თუმცა სწორედ ადამიან-ობობას ხედავდა ის თავისი საქმის გამაგრძელებლად.
მარველის კინოსამყაროშ უამრავი ძალიან ძლიერი, კეთილი, თავგანწირული გმირია: კაპიტანი ამერიკა, კაპიტანი მარველი, შავი პანტერა…. მაგრამ პატარა ობობა, თავისი ახალგაზრდული სულისკვეთებით, შეცდომებით, ადამიანურობითა და ცოტათი ობობითობითაც სულ სხვა ელ-ფერს სძენს მარველის კინოსამყაროს. ახლა როდესაც ტონი სტარკმა კაცობრიობის მომავალი მას გადმოაბარა, სწორედ პარკერი იქცევა მარველის კინოსამყაროს მეოთხე ფაზის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად, რომელიც ფილმებს მეტ იუმორს, ენერგიულობას, სიმსუბუქეს და უამრავ სხვა გრძნობას შესძენს.