სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“ჰარი პოტერის” ფილმების 10 ვარსკვლავი და მათი პარტნიორები

Cinemania ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
რუბრიკა კლუბი, პოტერომანები
3873
“ჰარი პოტერის” ფილმების 10 ვარსკვლავი და მათი პარტნიორები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჰარი პოტერის სამყაროში სიყვარული ყველაზე დიდ და საოცარ ჯადოქრობად არის აღიარებული. ჯადოქრული სამყაროს გმირები, ჰარი პოტერისა და ნიუტ სკამანდერის ჩათვლით, ამ ძალას ბევრჯერ უხსნია უბედურებისაგან. ოჯახის, მეგობრებისა და პარტნიორის სიყვარული ხომ მართლაც განუზომელი ჯადოსნური ძალაა, რითაც ადამიანი შეიძლება შეიარაღდეს.

დღეს ჰარი პოტერის ვარსკვლავებსა და მათ ცხოვრებისეულ პარტნიორებს წარმოგიდგენთ. წყვილებს, რომელთა ურთიერთობაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სიყვარული ერთ-ერთი ის ჯადოსნური ძალაა, რომელიც მართლა არსებობს.

1. ედი რედმეინი (ნიუტ სკამანდერი) და ჰანა ბეგშეივი

ბევრი ფიქრობს, რომ ედი რედმეინი ნიუტ სკამანდერის როლისთვისაა დაბადებული. ჰარი პოტერის სამყაროს მეორე, გასული დროის საგაში სწორედ გამოჩენილი მაგიზოოლოგის გარშემო დატრიალებულ ამბებზე მოგვითხრობს. ფრენჩაიზის პირველი ფილმის გამოსვლის შემდეგ ოსკაროსანი მსახიობის პოპულარობამ პიკს მიაღწია და ცხადია, მან მაყურებლების გულებიც დაპყრო. მისი თავგადაკლული ფანების სამწუხაროდ, მსახიობმა თავისი ცხოვრების სიყვარული რამდენიმე წელია იპოვა. 2014 წლის 15 დეკემბერს მსახიობმა და მისმა შეყვარებულმა ჰანა ბეგშოუიმ რამდენიმეწლიანი ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინეს. მათ ამჟამად ორი შვილი ჰყავთ: აირის მერი რედმეინი (დაიბადა 2016 წელს) და ლუკ რიჩარდ ბეგშოუი (დაიბადა 2018 წელს). ერთგული მეუღლე გამოჩენილ მსახიობს თითქმის ყოველთვის უწევს კომპანიონობას წითელ ხალიჩაზე და დალტონიზმის მქონე მსახიობს სამოსის შერჩევაშიც ეხმარება.

2. უარვიკ დევისი (პროფესორი ფლიტვიკი და გრიპჰუკი) და სამანტა დევისი

View this post on Instagram

Hello Instagram people. This is my first photo post and it was taken by none other than the co-founder of Instagram, Kevin Systrom.

A post shared by Warwick Davis (@warwickadavis) on Sep 16, 2013 at 2:16pm PDT

უარვიკ დევისმა ჰარი პოტერის ფილმებში არა ერთი, არამედ ორი პერსონაჟი ითამაშა – შელოცვების პროფესორი ფლიტვიკი და გობლინი გრიპჰუკი. მსახიობი თავის პარტნიორ სამანტა დევისს ფილმ უილოუს (1988) გადასაღებ მოედანზე შეხვდა, სადაც სამანტა ექსტრა მსახიობად მონაწილეობდა. წყვილი 1991 წელს დაქორწინდა და ოთხი შვილი შეეძინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ორი ბავშვი მცირე ასაკში დაკარგეს.

3. დენიელ რედკლიფი (ჰარი პოტერი) და ერინ დარკი

დენიელ რედკლიფი ზუსტად ჰარი პოტერის ასაკში იქცა ვარსკვლავად და პოტერიადას განმავლობაში მასავით ჩვენ თვალწინ გაიზარდა. მისი “ჯინი უისლი” ასევე მსახიობი ერინ დარკია, რომელსაც რედკლიფი 2013 წელს, ფილმის მოკალი საყვარელი ადამიანები გადაღებისას შეხვდა და მას შემდეგ წყვილი ერთადაა. გარკვეული ხანია ჭორები დადის, რომ მსახიობები დაქორწინებასაც აპირებენ, თუმცა დარკის მამამ აღნიშნლი მითქმა-მოთქმა უარყო.

4. მეთიუ ლუისი (ნევილ ლონგბოტომი) და ანჯელა ჯონსი

View this post on Instagram

Only my wife is enjoying this. Happy Xmas. X

A post shared by Matthew Lewis (@mattdavelewis) on Dec 25, 2018 at 3:05pm PST

მეთიუ ლუისისა და ანჯელა ჯონსის სიყვარული ჰარი პოტერს უკავშირდება. ისინი ერთმანეთს ჰარი პოტერის თემატურ პარკში შეხვდნენ 2016 წელს, სადაც ანჯელა ასისტენტად მუშაობდა. მალევე ლუისმა ჯონსს პარიზში მოგზაურობისას ცოლობა სთხოვა და ურთიერთობის დაწყებიდან 2 წლის თავზე ჯონსი და ლუისი იტალიაში დაქორწინდნენ. ამის შემდეგ წყვილი ლოს-ანჯელესში გადასახლდა და ერთად ცხოვრობს ორ მშვენიერ ძაღლთან ერთად.

5. რუპერტ გრინი (რონ უისლი) და ჯორჯია გრუმი

ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა 2018 წელს გახმაურებული ფაქტი, რომ რუპერტ გრინს 2011 წლიდან პარტნიორი ჰყავს. მსახიობის გელფრენდი ბრიტანელი მსახიობი ჯორჯია გრუმია და მათი ხანგრძლივი ურთიერთობის შესახებ ფანებმა ერთი ტვიტიდან შეიტყვეს. დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი ეს პოსტი გვამცნობს, რომ თავად ჯორჯიამაც ძლივს გააცნობიერა, რომ უკვე 7 წელია გრინის შეყვარებულია.

6. ზოე კრავიცი (ლეტა ლესტრეინჯი) და კარლ გლუსმანი

View this post on Instagram

I miss you.

A post shared by Zoë Kravitz (@zoeisabellakravitz) on Feb 7, 2019 at 6:44pm PST

ზოე კრავიცი, რომელიც ჰარი პოტერის სამყაროს ჯადოსნური ცხოველების მეორე ნაწილში შესრულებული ლეტა ლესტრეინჯის როლით შეუერთდა, პირად ურთიერთობებზე არ საუბრობდა, სანამ Rolling Stone-თან ინტერვიუში არ განაცხადა, რომ 2018 წლის თებერვლიდან მსახიობ კარლ გლუსმანზეა დანიშნული. ქორწილი 2019 წელს პარიზში შედგა ვიწრო წრეში. მათი ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო, როცა წყვილი ერთმანეთს საერთო მეგობარმა გააცნო.

7. დევიდ ტენანტი (ბარტი კრაუჩ უმცროსი) და ჯორჯია მოფეტი

Last ever morning listening to @OC. End of an era. #absolutebreakfastshow #sadduckface #davidtennant #youmeandhimactor pic.twitter.com/6MrJNGyvNq

— Georgia Tennant (@georgiaEtennant) May 18, 2018

ვოლდემორის ერთგული სიკვდილის მხვრელის, ბარტი კრაუჩ უმცროსის როლის შემსრულებელი, ცნობილი ბრიტანელი მსახიობი დევიდ ტენანტი ასევე კოლეგაზე, მსახიობ ჯორჯია მოფეტზეა დაქორწინებული. ისინი ერთმანეთს საკულტო სერიალის, დოქტორი ვინ-ის გადაღებისას შეხვდნენ და 2011 წლის 30 დეკემბერს ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინეს. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ტაი (ჯორჯიას ვაჟი, რომელსაც ტენანტი 2011 წლიდან უწევს მამობას), ოლივი (დაბ. 2011 წ.), უილფრედი (დაბ. 2013 წ.) და დორისი (დაბ. 2015 წ.).

8. აფშან აზადი (პადმა პეტილი) და ნაბილ კაზი

View this post on Instagram

My ❤️ My ?

A post shared by Official Afshan (@afshanazad) on Feb 25, 2019 at 11:42am PST

აფშან აზადმა, რომელიც პოტერიადაში პარვატი პეტილის ტყუპისცალი დის როლს ასრულებს, დაქორწინებულია. ნაბილ კაზის და აფშან აზადის ქორწილს 2018 წელს პოტერიადას მსახიობებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ბონი რაიტი (ჯინი უისლი) და კეიტი ლუნგი (ჩო ჩენგი).

9. გარი ოლდმანი (სირიუს ბლექი) და ჟიზელ შმიდტი

View this post on Instagram

All set and ready to go!

A post shared by Gary Oldman & Gisele Schmidt (@giseleschmidtofficial) on Jan 4, 2019 at 12:39am PST

პოტერიადას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟის, სირიუს ბლექის როლის შესრულების შემდეგ ისედაც პოპულარული გარი ოლდმანის პოპულარობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ოლდმანი ორი წელია არტ კურატორ ჟიზელ შმიდტზეა დაქორწინებული, თუმცა ეს მისი მეხუთე ქორწინებაა. ოლდმანმა მანამდე 4 ქორწინება დაარღვია, მათ შორის მსახიობებთან – უმა თურმანთან და ლესლი მენვილთან.

10. ჯეისონ აიზეკსი (ლუციუს მალფოი) და ემა ჰიუიტი

გარი ოლდმანისგან განსხვავებით, ლუციუს მალფოის როლის შემსრულებელმა ჯეისონ აიზეკსმა დიდი ხანია იპოვა ცხოვრების სიყვარული: BBC-ის დოკუმენტური ფილმების რეჟისორი ემა ჰიუიტი. წყვილი 1988 წლიდან მოყოლებული ერთად ცხოვრობს და ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ: 16 წლის ლილი და 13 წლის რუბი. მსახიობი აღნიშნავს ხოლმე, რომ თავისი ეკრანული გმირის, ამოუცნობი და პირქუში ლუციუს მალფოის ანტიპოდია, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ლუციუსიც ერთგული მეუღლეა.

Harry Potterგარი ოლდმანიდევიდ ტენანტიდენიელ რედკლიფიედი რედმეინიემა ჰიუიტიერინ დარკიზოე კრავიციმეთიუ ლუისიპოტერომანებირუპერტ გრინიუარვიკ დევისიჯადოსნური ცხოველებიჯეისონ აიზეკსი
Previous Post

“დიდი პატარა ტყუილების” მეოთხე სერიის პრომო გამოვიდა

Next Post

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

Next Post
ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

Please login to join discussion

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020